“ვესტ ჰემმა” გასვლაზე “ტოტენჰემი” გაანადგურა
ანდრე ვილაშ-ბოაშის გუნდი ლონდონურ დერბიში “ვესტ ჰემ იუნაიტედის” წინააღმდეგ სენსაციურად დამარცხდა.
პირველმა ნახევარმა უგოლოდ ჩაიარა. ანგარიში მხოლოდ მაშინ გაიხსნა, როდესაც მასპინძლებმა კუთხურის მოწოდების უფლება მოიპოვეს. ჩაწოდების შემდეგ ბურთი “ვესტ ჰემის” მოთამაშეს მოხვდა, რომელმაც ბურთი თავის თანაგუნდელ რიდს დაუგდო და მანაც ახლო მანძილიდან გოლის გატანა ადვილად მოახერხა.
ზუსტად ხუთი წუთის შემდეგ, სტუმრებმა კიდევ ერთი ბურთი გაუშვეს. ამჯერად, გოლი ვაჟ ტეს ანგარიშზეა, რომელიც თანაგუნდელმა ერთი ერთზე გაიყვანა. მან კარში დაარტყა, ლორისმა მოიგერია, თუმცა შემდეგ ბურთი ისევ ვაჟ ტეს მოხვდა და კარის ბადეში გაეხვა.
წეტილი კი მორისონმა 79-ე წუთზე დასვა. “დეზები” უტევდნენ, საჯარიმოში იან ვერტონგენმა ჩააწოდა, მაგრამ მასპინძლებმა ბურთი გამოიტანეს და სწრაფი კონტრიერიში წამოიწყეს. ყველაფერი თავად მორისონმა გააკეთა. მოძრაობა ზუსტად მოედნის ცენტრიდან დაიწყო. მან ბრწყინვალედ ჩამოიცილა “ტოტენჰემის” რამდენიმე მცველი და შემდეგ უგო ლორისს ბურთი თავზე გადაუგდო.
“ტოტენჰემი” 0:3 “ვესტ ჰემი”
გოლები: რიდი 67, ვაჟ ტე 72, მორისონი 79.
“ტოტენჰემი”: ლორისი, უოლკერი, დოუსონი, ვერტონგენი, ნოტონი (ჰოლტბი, 80), პაულინიო, დემბელე, სიგურდსონი (ლამელა, 63), ერიკსენი (სოლდადო, 74), თაუნსენდი, დეფო.
“ვესტ ჰემი”: იასკელაინენი, დემელი, ტომკინსი, რიდი, რაცი, ნობლი (ო’ბრაიენი, 90), მორისონი, დიამე (კოლინზი, 80), ნოლანი, დაუნინგი, ვაჟ ტე (კოული, 85).
გაფრთხილება: არ ყოფილა.
სანდრო საპანაძე