ლუკაკუს “ჩელსის” თავდამსხმელებზე მეტის გატანა სურს
რომელუ ლუკაკუს იმის დამტკიცება სურს, რომ ზაფხულში ჟოზე მოურინიო შეცდა, როდესაც მისი გაშვების გადაწყვეტილება მიიღო.
აღსანიშნავია, რომ მაშინ, როდესაც 20 წლის ბელგიელმა პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებულ სამ შეხვედრაში ოთხი ბურთის გატანა შეძლო, “არისტოკრატთა” თავდამსხმელებიდან ფერნანდო ტორესს, სამუელ ეტო’ოსა და დემბა ბას მიმდინარე სეზონში საერთოდ არ გაუტანიათ.
“როდესაც გუნდის მთავარი მწვრთნელი რაიმე გადაწყვეტილებას იღებს, ფეხბურთელი ვალდებულია პატივი სცეს მას”, – აცხადებს რომელუ ლუკაკუ Het Nieuwsblad-თან მიცემულ ინტერვიუში.
“მე ლონდონი დავტოვე და ახლა უნდა დავამტკიცო, რომ მწვრთნელმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. იმისათვის, რომ ხალხმა ჩემზე კეთილი ენით ისაუბროს, საჭიროა კარგად ვითამაშო და ბევრი გოლი გავიტანო”.
“მინდა იმაზე მეტი ბურთი გავიტანო, ვიდრე ყველა “ჩელსის” თავდამსხმელს ექნება გატანილი. სეზონის ბოლოს ვნახავთ, თუ ვისი გადაწყვეტილება იყო უფრო სწორი”, – დაასრულა “ევერტონში” განათხოვრებულმა ბელგიელმა ტალანტმა.
სანდრო საპანაძე