“ლივერპული” და “ჩელსი”: ბრძოლა ალონსოსთვის
ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი “სამეფო კლუბთან”, მომავალი წლის ზაფხულამდეა ძალაში.
Daily Star-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ლივერპულის” მთავარ მწვრთნელს ბრენდან როჯერსს, გუნდში ხაბი ალონსოს დაბრუნება სურს, რომელიც “წითლებმა” 2009 წელს, 30 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ მადრიდის “რეალში” გაუშვეს.
როგორც წყაროები იტყობინებიან, მადრიდელთა ხელმძღვანელობა ალონსოს გაყიდვას უახლოესი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ეცდება, რადგან მათ ზაფხულში მისი უფასოდ გაშვება არ უნდათ.
ცნობილია, რომ მერსესაიდელების გარდა, 31 წლის ნახევარმცველის გადაბირებისთვის ლონდონის “ჩელსიც” იბრძოლებს. ჟოზე მოურინიო, რომელსაც ესპანელთან მუშაობის გამოცდილება გააჩნია, “არისტოკრატთა” შემადგენლობაში ალონსოს ხილვაზე უარს არ იტყოდა.
სანდრო საპანაძე