“ტოტენჰემს” მოჰამედ სალაჰი სჭირდება
როგორც ცნობილია, უახლოესი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, “ტოტენჰემის” ხელმძღვანელობა “ბაზელს” ოფიციალური წინადადებით მიმართავს.
Daily Star-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა, კლუბის სკაუტები უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაზე, “სტემფორდ ბრიჯზე” გაგზავნა, სადაც ადგილობრივი “ჩელსი” შვეიცარიულ კლუბს მასპინძლობდა.
შეგახსენებთ, ამ მატჩში სენსაცია დაფიქსირდა და სტუმრებმა “არისტოკრატები” ანგარიშით 1-2 დაამარცხეს.
აღსანიშნავია, რომ მოჰამედ სალაჰით პორტუგალიელი სპეციალისტი ევროპა ლიგის მატჩის შემდეგ დაინტერესდა.
21 წლის ნახევარმცველის სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს. სავარაუდოდ, “ტოტენჰემი” იანვარში მის გადაბირებას ეცდება.
სანდრო საპანაძე