შესაძლოა, კვალიარელამ “რეალთან” გასამართი ორივე შეხვედრა გამოტოვოს
დიდი შანსია, ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა, ფაბიო კვალიარელამ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, მადრიდის “რეალთან” გასამართი ორივე შეხვედრა გამოტოვოს.
30 წლის ფეხბურთელს, რომელმაც მიმდინარე სეზონში, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში, “კოპენჰაგენისა” და “გალათასარაის” კარებები აიღო, განმზიდველ კუნთზე დაზიანება აქვს, რის გამოც ის მინიმუმ სამი კვირით იუქმებს.
კვალიარელას ტრავმას ტურინელთა ოფიციალური ვებ-გვერდიც ადასტურებს. სავარაუდოდ, ფეხბურთელი “იუვენტუსის” მიერ ჩასატარებელ მომდევნო ექვს მატჩს გამოტოვებს.
დიტო ჭიჭინაძე