ვალდესმა “Qatar Airways”-ს უარი განუცხადა
კატალუნიის “ბარსელონასა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების მეკარემ ვიქტორ ვალდესმა გადაწყვიტა, რომ “ბარსელონას” სპონსორთან “Qatar Airways”-თან შეთანხმებას ხელი არ მოაწეროს.
კატალონიელთა 31 წლის ესპანელმა მეკარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის ფაქტი, რომ კლუბის დატოვება ამ სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით სურს.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ჭორები გოლკიპერის მონაკოში შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით.