მარკოიშვილის 5 ქულა „ბეშიქთაშთან“
მანუჩარ მარკოიშვილის “გალათსარაიმ” თურქეთის ჩემპიონატში მეორე გამარჯვება მოიპოვა. მეორე ტურის მატჩში “გალამ” “ბეშიქთაშს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში5 ქულის სხვაობით – ანგარიშით 87:82 დაამარცხა.
ქართველი უკანახაზელი,რომელმაც პირველი ტურის მატჩი მცირე ტრავმის გამო გამოტოვა, მწვრთნელს დიდი ხნით არ დაუსაქმებია. მარკოიშვილმამოედანზე 14:39 წუთი გაატარა, რა ხნის განმავლობაშიც 5 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა. მანუარმა 4-დან 1 საჯარიმო და 1-დან 1 ორქულიანი ჩააგდო.
გალათასარაელთა შორის 19-19 ქულით საუკეთსოები ზორან ერცეგი და იამონ გორდონი იყვნენ, ხოლო “ბეშიქთაშში” 20 ქულით, 8 მოხსნით, 6 პასით და 3 ჩაჭრით დორონ პერკინსი გამოირჩა.
მორიგ, მე-3 ტურში “გალათასარაი” იზმირში “ალიაღა პეტკიმს” შეხვდება.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი