“ბორუსიამ” ლონდონში მოიგო
22 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მომდევნო ტურის მატჩები გაიმართა. F ჯგუფში, ლონდონის “არსენალმა” საკუთარ მოედანზე დორტმუნდის “ბორუსია” მიიღო.
ანგარიში მე-16 წუთზე გაიხსნა, დორტმუნდელთა სომეხმა ლეგიონერმა, ჰენრიხ მხითარიანმა “არსენალის” კარი ზუსტი დარტყმით აიღო.
“არსენალმა” ანგარიშის გათანაბრება პირველი ტაიმის დასრულებამდე, ოთხი წუთით ადრე მოახერხა – “ბორუსიას” კარში გოლი ოლივიე ჟირუმ გაიტანა.
შეხვედრის საბოლოო შედეგი 82-ე წუთზე დაფიქსირდა, როდესაც გროსკოიცის ჩაწოდების შემდეგ, დორტმუნდელთა პოლონელმა თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ მეტოქის კარი დალაშქრა.
“არსენალი” – “ბორუსია” 1:2
“ემირეითს სტედიუმი”, 60011 მაყურებელი
“არსენალი”: შჩესნი, მერტესაკერი, სანია, გიბსი, კოშელნი, როსიცკი (გრანბრი 89′), იოზილი, არტეტა, უილშირი (კასორლა 58′), რემსი (ბენდტნერი 86′), ჟირუ.
მთავარი მწვრთნელი: არსენ ვენგერი.
“ბორუსია”: ვაიდენფელერი, ჰუმელსი, სუბოტიჩი, შმელცერი, შაჰინი, ბლაშიკოვსკი (აუბამეიანგი 66′), ბენდერი, მხითარიანი (ჰოფმანი 66′), როისი (პაპასტატოპულოსი 87′), გროსკოიცი, ლევანდოვსკი.
მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი.
გოლები: ჟირუ 41′ – მხითარიანი 16′, ლევანდოვსკი 82′.
გაფრთხილებები: როსიცკი 51′, იოზილი 85′ – ჰუმელსი 22′, ლევანდოვსკი 64′, ბენდერი 70′.
მთავარი მსაჯი: იონას ერიქსონი.
დიტო ჭიჭინაძე