რატომ არ დაარტყა რობენმა პენალტი “ვიქტორიასთან” მატჩში…
23 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, მიუნხენის “ბაიერნმა” საკუთარ მოედანზე ჩეხური “ვიქტორია” მიიღო და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით, 5:0 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში მომხდარმა ინციდენტმა პრესის ყურადღება მიიპყრო. საქმე იმაში გახლავთ, რომ მიუნხენელთა ჰოლანდიელმა მოთამაშემ, არიენ რობენმა 25-ე წუთზე, თერთმეტმეტრიანის შესრულებაზე უარი განაცხადა.
მატჩის შემდეგ, ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი, არიენ რობენმა, ფრანკ რიბერიმ და პეპ გვარდიოლამ გააკეთეს.
“ფეხბურთელებს გვსურდა, რომ პენალტი რობენს შეესრულებინა, მაგრამ ის შაბათს მომხდარის გამო, კვლავაც გაბრაზებული იყო”, – ამბობს რიბერი.
“რობენი დიდი პროფესიონალია. ნამდვილად არ ვიცი, რატომ არ შეასრულა მან პენალტი”, – აღნიშნა გვარდიოლამ.
“ამ თემაზე საუბარი არ მსურს, ყველაფერი გარკვეულია”, – აცხადებს თავად რობენი.
როგორც გაირკვა, შაბათს, “მაინცთან” გამართულ შეხვედრაში, გვარდიოლამ რობენს პენალტის დარტყმის უფლება არ მისცა და ჰოლანდიელიც სწორედ ამან გააბრაზა.