ჩხუბები რუსულ ფეხბურთში: ჭანტურიას ინციდენტი ხუთეულშია
სამწუხაროდ, ფეხბურთი ყოველთვის სანახაობა არაა, რადგან ხშირია შემთხვევები, როცა ფეხბურთის თამაშის მაგივრად, სხვადასხვა გუნდის მოთამაშეები ერთმანეთში ჩხუბობენ. რა თქმა უნდა, ამ მხრივ, გამონაკლისი არც რუსეთია, სადაც თამაშის მიმდინარეობისას, ჩხუბი არაერთხელ გაჩაღებულა.
5) “ზენიტი” 9:3 დინამო”
8 აგვისტო, 2007 წელი. რუსეთის თასის 1/8-ფინალი
ამ შეხვედრაში ყველაფერი მოხდა: სამი ფეხბურთელის გაძევება, სამი პენალტი, ორი ჰეთ-თრიკი და ჩხუბი. მოედანზე სიტუაცია პირველი ტაიმის მიწურულს დაიწყო. საბოლოოდ, არბიტრმა ინციდენტის მთავარ გმირებს წითელი ბარათები უჩვენა.
4) “ფაკელი” 2:1 “მეტალურგი”
18 ოქტომბერი, 2010 წელი. რუსეთის მეორე დივიზიონი
ამ მატში, მსაჯმა ცხრა ყვითელი და ოთხი წითელი ბარათი აჩვენა. გუნდური ჩხუბის მიმდინარეობისას კი, მაყურებელმა ჭიდაობის ილეთებიც იხილა.
3) “ალანია” 1:0 “დინამო”
19 მაისი, 2013 წელი. რუსეთის პრემიერ ლიგა
ამ შეხვედრაში მომხდარი ინციდენტი ბევრისათვის კარგად ცნობილია, რადგან მისი ერთ-ერთი მონაწილე ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ჭანტურია იყო. საბოლოოდ, ჩხუბში მონაილე მოთამაშეები დისკვალიფიკაციებით დაისაჯნენ. კოკორინმა 7-მატჩიანი, ჭანტურიამ 8-მატჩიანი, ხოლო ჯუჯაკმა და დანილო ნეკომ ოთხ-ოთხ მატჩიანი დისკვალიფიკაციები მიიღეს.
2) “ტერეკი” 0:3 “კრასნოდარი”
4 ნოემბერი, 2011 წელი. რუსეთის ჩემპიონატი, ახალგაზრდული გუნდები.
არავის არ ეგონა, რომ ახალგაზრდულ გუნდებს შორის გამართული შეხვედრა ასეთ დიდ აჟიოტაჟს გამოიწვევდა. საინტერესოა ის, რომ ჩხუბში მონაწილეობა ადგილობრივმა გულშემატკივრებმაც მიიღეს.
1) “სატურნი” 0:1 “ცსკა”
29 აგვისტო, 2004 წელი. რუსეთის ჩემპიონატი
კიდევ ერთი გუნდური ჩხუბი… ალბათ, ყველაზე სასტიკი რუსულ ფეხბურთში, რის გამოც ის პირველ ადგილს იკავებს.
დიტო ჭიჭინაძე