გვარდიოლამ კლასიკოზე ისაუბრა
მიუნხენის “ბაიერნის” ესპანელმა თავკაცმა ხოსეპ გვარდიოლამ პრესაში “ელ კლასიკოზე”, “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალის” დაპირისპირებზე ისაუბრა.
პეპ გვარდიოლას აზრით მომავალ მატჩში მისი ყოფილი კლუბი “ბარსელონა” გაიმარჯვებს.
“რათქმაუნდა მე “ლურჯ-ბროწეულისფერთა” გამარჯვება მსურს და ამ კლუბზე დიდ იმედებს ვამყარებ” – განაცხადა ესპანელმა სპეიალისტმა.
შეგახსენებთ, რომ “უეფას ჩემპიონთა ლიგის” ბოლო მესამე ტურში “ბარსელონა” სან სიროზე იტალიურ “მილანს” ფრედ დაუზავდა ანგარიშით 1-1, ხოლო მადრიდის “რეალმა” “სანტიაგო ბერნაბეუზე” ტურინის “იუვენტუსზე” იმარჯვა ანგარიშით 2-1.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ “ელ კლასიკო” შაბათს 26 ოქტომბერს გაიმართება, მატჩი სტარტს 20:00 საათზე აიღებს.
შეგიძლიათ მატჩს დაესწროთ ჩვენს გვერდზე, დააგროვოთ ქულები, მიიღოთ პროგნოზისტთა კონკურსში მონაწილეობა და გააკეთოთ პროგნოზი.
მატჩზე გადასვლა