სერხიო რამოსი: “მსაჯმა “ბარსელონას” კარის მიმართულებით ორი აშკარა პენალტი არ დანიშნა”
კატალონიის “ბარსელონასთან” გამართული შეხვედრის შემდეგ, მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა, სერხიო რამოსმა განაცხადა, რომ მსაჯმა მეტოქე გუნდის კარის მიმართულებით ორი აშკარა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა.
შეგახსენებთ, რომ 26 ოქტომბერს, “ბარსელონამ” “რეალი” ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
“არის ისეთი რაღაცეები, რის წინააღმდეგ ბრძოლაც შეგვიძლია, მაგრამ მსაჯმა მეტოქის კარის მიმართულებით ორი აშკარა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა. პირველ ტაიმში, “ბარსელონას” ფეხბურთელებმა ხელბურთი გააჩაღეს, ხოლო მეორე ნახევარში რონალდუ საჯარიმოში წააქციეს. “რეალის” გულშემატკივრებს შეუძლიათ იამაყონ, რადგან ჩვენ არაფერი დავაკელით”, – ციტირებს რამოსის სიტყვებს “სამეფო კლუბის” ოფიციალური ვებ-გვერდი.
რამოსმა “ბარსელონას” წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში, ნახევარმცველის პოზიციაზე ითამაშა. როგორც 27 წლის მოთამაშე აცხადებს, ის ამ პოზიციაზე თავს კომფორტულად გრძნობს.
“სიმართლე გითხრათ, ამ პოზიციაზე თამაში ყოველთის მომწონდა. ნახევარდაცვაში თავს კომფორტულად ვგრძნობ. თუმცა, იქ ვითამაშებ, სადაც მწვრთნელი მეტყვის”, – დაასრულა რამოსმა.
დიტო ჭიჭინაძე