მონტელა: „კუადრადოს ყველაფრის გაკეთება შეუძლია“
„კიევოსთან“ მოგებული შეხვედრის შემდეგ, „ფიორენტინას“ მთავარმა მწვრთვნელმა ვინჩენცო მონტელამ თავისი გუნდის ნახევარმცველი ხუან კუადრადო შეაქო.
„კუადრადო – უნიკალური ფეხბურთელია, რომელსაც მოედანზე ყველაფრის გაკეთება შეუძლია. იგი 4-3-3 სქემისას მარცხენა ფლანგზე მოქმედებდა და როდესაც 3-5-2 სქემაზე გადავედით, კინაღამ გოლიც კი გაიტანა. „არსენალის“ ხელმძღვანელებს მის სანაცვლოდ 30 მილიონის გადახდა სურთ? იმედია, ეს მხოლოდ იმ თანხის ნახევარია, რომლის დახარჯვასაც ისინი აპირებენ. დარწმუნებული ვარ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ხუანი ჩვენთან დარჩება. რა მოხდება ზაფხულს? ამას მომავალი გვიჩვენებს“, – განაცხადა „იების“ თავკაცმა.
ალექსანდრე მატევოსოვი