მიულერი: “ბაიერნიდან” არ მივდივარ”
მიუნხენის “ბაიერნის” შემტევი, თომას მიულერი აცხადებს, რომ ის გუნდის დატოვებას არ აპირებს, რადგან ბავარიელთა რიგებში თავს მშვენივრად გრძნობს.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 24 წლის გერმანელი მოლაპარაკებებს “ბარსელონასთან” აწარმოებდა. თუმცა, როგორც თავად მიულერი ამბობს, ის ბარსელონაში პირადი მიზეზების გამო იმყოფებოდა.
“ბარსელონაში პირადი მიზეზების გამო ვიყავი. მოულოდნელად, პრესაში დაწერეს, თითქოს მე “ბლაგაურნასთან” მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი. რა თქმა უნად, სასიამოვნოა, როცა “ბარსელონასთან” გაკავშირებენ, მაგრამ “ბაიერნში” თავს მშვენივრად ვგრძნობ და ცხადია, არსად წასვლას არ ვაპირებ. “ბაიერნი” ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ეს კლუბი ჩემს გულში მუდამ დარჩება”, – ამბობს მიულერი.
შეგახსენებთ, რომ მიულერს ბავარიელებთან კონტრაქტი 2017 წელს ეწურება.
დიტო ჭიჭინაძე