ლორენტე: “კონტეს ჩემი სჯერა”
ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი, ფერნანდო ლორენტე აცხადებს, რომ “ბიანკონერის” მთავარ მწრთნელს, ანტონიო კონტეს მისი სჯერა.
შეგახსენებთ, რომ ესპანელი ფეხბურთელი “იუვენტუსში” გასულ ზაფხულ, ბილბაოს “ატლეტიკიდან” გადავიდა.
“ძალიან მოხარული ვარ იმით, რომ ისეთ დიდ კლუბში ვთამაშობ, როგორიც ტურინის “იუვენტუსია”. მწვრთნელს ჩემი სჯერა, რაც ორმაგად სასიხარულოა. სანამ “ბიანკონერის” შევუერთდებოდი, კონტესთან ხშირად ვსაუბრობდი. ის კარგი ადამიანია. თავდაპირველად, იტალიაში ყოფნა გამიჭირდა, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა”, – ამბობს ლორენტე.