“ზესტაფონი” რატკო დოსტანიჩს მადლობას უხდის!
როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 1 ნოემბერს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონსა” და სერბ სპეციალისტ რატკო დოსტანიჩს შორის იქნა მიღწეული შეთანხმება მათ შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე.
მიუხედავად იმისა, რომ სერბ სპეციალისტს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” შრომითი ხელშეკრულება კვლავაც აკავშირებდა, მას შემდეგ, რაც მხარეებმა გუნდში სადღეისოდ შექმნილი ვითარების მთელ რიგ ნიუანსებზე იმსჯელეს, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, იქნა მიღებული გადაწყვეტილება კონტრაქტის ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ.
აქვე მოგახსენებთ იმას, რომ რატკო დოსტანიჩის თავკაცობით ზემოიმერულმა კლუბმა ჩაატარა 14 ოფიციალური შეხვედრა, რომელთაგან მოიგო 6, ამდენივე შეხვედრაში განიცადა მარცხი, 2 მატჩი კი დაასრულა ფრედ. გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობა – 22-10 ზესტაფონელთა სასარგებლოდ.
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მადლობას უხდის რატკო დოსტანიჩს ჩვენს კლუბში გაწეული სამუშაოსათვის, წარმატებას უსურვებს მას პროფესიულ საქმიანობაში და იტოვებს მომავალში მასთან თანამშრომრომლობის გაგრძელების იმედს!
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური