“იუნაიტედი”: 35 მილიონი ფუნტი ხედირას სანაცვლოდ?
“წითელ ეშმაკთა” ხელმძღვანელობა “სამეფო კლუბის” ნახევარმცველზე დაკვირვებას კვლავაც აგრძელებს.
მოგეხსენებათ, უკვე გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, “მანჩესტერ იუნაიტედი” სამი ხედირას თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს.
დღეს კი მედია იტყობინება, რომ ბრიტანელები მზად არიან, გერმანიის ეროვნული ნაკრების მოთამაშის სანაცვლოდ 35 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადონ. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ინგლისელებს ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ “შტუტგარტის” ყოფილი ფეხბურთელი მადრიდის “რეალის” რიგებს 2010 წლის ზაფხულს შეუერთდა. ოთხი არასრული სეზონის განმავლობაში, ხედირამ 140 მატჩი ჩაატარა და რვა გოლი გაიტანა. რაც შეეხება სანაკრებო დონეს, გერმანიის ნაკრების მაისურით მან 41 შეხვედრა გამართა და ოთხი ბურთი გაიტანა.
სანდრო საპანაძე