შაბათის 10 საუკეთესო საფეხბურთო კადრი
Fanebi.Com-ი წარმოგიდგენთ შაბათს გამართული ათი ყველაზე გამორჩეული მატჩის საუკეთესო კადრებს.
„რეალი” – „რეალ სოსიედადი” – 5:1
„რეალმა” „რეალ სოსიედადი” ანგარიშით 5:1 გაანადგურა – კრიშტიანო რონალდუმ ჰეთ-თრიქი გაიფორმა.
„ჩელსი” – „ვესტ ბრომვიჩი” – 2:2
„ჩელსი” შინ „ვესტ ბრომვიჩთან” მარცხს გადაურჩა. მატჩის ბოლო წუთზე დანიშნული საეჭვო თერთმეტმეტრიანი ედენ აზარმა გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 2:2..
„ჩელსის” მხრიდან პირველი გოლის ავტორი სამუელ ეტოოა.
„ვოლფსბურგი” – „ბორუსია” დ. – 2:1
„ვოლფსბურგმა”, ბევრისდა მოულოდნელად, დორტმუნდის „ბორუსიას” დამარცხება შეძლო.
„ბაიერნი” – „აუსბურგი” – 3:0
„ბაიერნმა” საკუთარ მოედანზე „აუსბურგი” გაანადგურა და 30-წლიანი რეკორდი დაამხო. მიუნხენური კლუბისთვის ეს უკვე ბუნდესლიგაში წაუგებელი მიჯრით 37-ე მატჩია. უკანასკნელად ბავარიელები 2012 წლის 28 ოქტომბერს ლევერკუზენის „ბაიერთან” დამარცხდნენ.
„ინტერი” – „ლივორნო” – 2:0
„ინტერმა” შინ „ლივორნო” დაამარცხა. ხავიერ ძანეტი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა.
„ატლეტიკი” – „ლევანტე” – 2:1
„ატლეტიკმა” „ლევანტე” მძიმე ბრძოლაში დაამარცხა. ბასკური კლუბის თავდამსხმელმა არიტს ადურისმა თავი გოლითაც და წითელი ბარათითაც გამოიჩინა.
„ლივერპული” – „ფულემი”– 4:0
„ლივერპულმა” „ენფილდზე” „ფულემი” გაანადგურა – დუბლი გაიფორმა პრემიერლიგის ერთ-ერთმა ბომბარდირმა ლუის სუარესმა.
ბექა დოგრაშვილი