საქართველო U21 1-3 სლოვაკეთი U21
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა გორში სლოვაკეთის ნაკრებთან დამარცხებით მეორე ადგილის მოპოვების და საუკეთესო მეორე ადგილოსნებს შორის მოხვედრით ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების ისედაც მიზერული, თეორიული შანსი, ოფიციალურად დაკარგა.
მიუხედავად იმისა, რომ ქართველებმა კარგად დაიწყეს და ვაკო ყაზაიშვილის უკვე საფირმო გოლით დავწინაურდით კიდეც, სლოვაკებმა, რომლებმაც აშკარად გააზრებული, გუნდური და შედეგზე ორიენტირებული ფეხბურთი ითამაშეს, ანგარიში მალევე გაათანაბრეს, მეორე ტაიმის შუაწელს წინ გავიდნენ, დამატებულ წუთებზე კი “საკონტროლოც” გაგვიტანეს და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვეს კიდეც.
საქართველო U21 1-3 სლოვაკეთი U21
საქართველო: ნადირაძე, კვერკველია, უბილავა, კობახიძე, ჯიღაური, ყაზაიშვილი, პარუნაშვილი, ჭანტურია, ანანიძე (პაპავა 46′), კვეკვესკირი (კ), ქვილითაია (სხირტლაძე 57′)
გოლები: ყაზაიშვილი 21, მესჟაროსი 25, დუდა 61, შრანცი 93.