შენგელიას „ნეტსი“ სახლში დამარცხდა, „თანდერმა“, „ბულსმა“ და „მავერიკსმა“ გამარჯვება იზეიმეს
დღეს, ღამით, ნაციონალურ საკალათბურთ ასოციაციაში ოთხი მატჩი გაიმართა.
თორნიკე შენგელიას „ბრუკლინ ნეტსი“ საშინაო მატჩში „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსთან“ 10 ქულით დამარცხდა. საუკეთესო მასპინძელთა რიგებში ლივინგსტონი იყო, რომლის მონაგარმაც 23 ქულა შადგინა. სტუმართა მხრიდან საუკეთესო შედეგით დემარკუს ოლდრიჯი გამოირჩა, რომელმაც 27 ქულა დააგროვა.
რაც შეეხება შენგელის, საქართველოს ნაკრების ფორვარდმა სულ რაღაც 43 წამი ითამაშა და თავის გამოჩენა ვერაფრით მოასწრო.
„ბრუკლინ ნეტსი“ – „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი“ 98:108 (40:31, 23:25, 15:27, 20:25)
„ნეტსი“: ლივინგსტონი (23 ქ.), გარნეტი (16 ქ. 8 მ.), ჯონსონი (13 ქ.), პირსი (11 ქ.), ანდრესონი (11 ქ.), ბლატჩ (10 ქ. 5 მ.)
„ტრეილ ბლეიზერსი“: ოლდრიჯი (27 ქ. 8 მ.), მეთიუზი (24 ქ. 6 მ.), ლილარდი (19 ქ. 9 პ.), უილიამსი (12 ქ. 6 პ. 5 მ. 3 ჩ.)
გამარჯვება იზეიმა „ჩიკაგო ბულსმა“, რომელმაც შინ „შარლოტ ბობკეტსს“ 5 ქულით აჯობა.
„ჩიკაგო ბულსი“ – „შარლოტ ბობკეტსი“ 86:81 (26:21, 14:23, 22:15, 24:22)
„ბულსი“: დენგი (21 ქ. 8 მ.), ბატლერი (14 ქ. 5 მ.), როუზი (12 ქ. 5 პ.), ბუზერი (12 ქ. 17 მ.), ნოა (11 ქ. 7 მ.)
„ბობკეტსი“: ტეილორი (20 ქ. 5 მ.), ჰენდერსონი (16 ქ. 8 მ. 6 პ.), მაკრობერტსი (11 ქ. 6 მ. 5 პ.)
მორიგი გამარჯვება იზეიმა „თანდერმაც“ – რთულ ბრძოლაში „ოკლაჰომა სიტიმ“ „დენვერ ნაგეტსი“ ორი ქულით დაამარცხა. საუკეთესო შედეგით ამ მატჩში კევინ დურანტი გამოირჩა, რომელმაც თავის ანგარიშზე 38 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი ჩაიწერა.
„ოკლაჰომა სიტი თანდერი“ – „დენვერ ნაგეტსი“ 115:113 (28:39, 32:24, 23:29, 32:21)
„თანდერი“: დურანტი (38 ქ. 8 მ. 1. 6 პ.), უესტბრუკი (30 ქ. 12 მ. 7 პ. 5 დ.), ჯექსონი (14 ქ. 7 მ.).
„ნაგეტსი“: ლოუსონი (29 ქ. 8 პ.), ჰიკსონი (18 ქ. 19 მ.), ფურნიე (12), ფოი (11 ქ.), რობინსონი (10 ქ.).
არანაკლებად საინტერესო „დალას მავერიკსისა“ და „ფილადელფია სიქსერსის“ თამაში გამოდგა.
„დალას მავერიკსი“ – „ფილადელფია სიქსერსი“ 97:94 (18:21, 25:26, 31:24, 23:23)
„მავერიკსი“: ელისი (24 ქ. 10 პ.), ნოვიცკი (20 + 10 მ.), მერიონი (30 ქ. 7 მ.), კალდერონი (14).
„სიქსერსი“: თერნერი (26 ქ. 9 მ. 7 პ.), როტენი (19 ქ. 5 ჩ.), ანდერსონი (14 ქ. მ. 3 ჩ.), იანგი (12 ქ. 11 მ. + 3 ჩ.), ჰოუსი (10 ქ.11 მ. 3 ბ.).