„ზუგდიდის“ მთავარი მწვრთნელი, გიორგი დარასელია გახდა
საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ ირგვლივ განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების შედეგად კომპრომისი გამოიძებნა. საკუთარი განცხადების საფუძველზე ს.კ.“ზუგდიდის“ დირექტორის პოსტი მალხაზ ჭეჟიამ დატოვა და და განცხადება მას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაუკმაყოფილა. საფეხბურთო კლუბი „ზუგდიდი“ მადლობას უხდის აწ უკვე ყოფილ დირექტორს კლუბში გაწეული საქმიანობისთვის. გუნდის მთავარ მწვრთნელად კი გიორგი დარასელია დაინიშნა, რომელმაც დღეს, საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდში“ პირველი ვარჯიში გამართა. გიორგი დარასელიას საფეხბურთო წრეებში წარდგენა არ სჭირდება, უბრალოდ ფეხბურთის მოყვარულებს შევახსენებთ, რომ ის ისრაელიდან დაბრუნების შემდეგ გორის „დილას“ ჩაუდგა სათავეში, ხოლო ახალგაზრდა სპეციალისტმა გორიდან, რუსეთში გადაინაცვლა და ხაბაროვსკის „სკა ენერგიას“ დამრიგებელი გახდა. ამჯერად როგორც აღვნიშნეთ დარასელია ისევ ქართულ კლუბს გაწვრთნის და მას ასისტენტობას კლიმენტი წიტაიშვილი გაუწევს.
რაც შეეხება სერგო გაბელაიას – პირველ რიგში ზუგდიდური კლუბი გაბელაიას დიდ მადლობას უხდის, ხოლო, ამ გამოცდილ სპეციალტთან მიაღწული შეთანხმების შედეგად, კლუბსა და მწვრთნელს შორის კონტრაქტი გაწყდა.
ს.კ.“ზუგდიდი“ კი ახალ მთავარ მწვრთნელს, გიორგი დარასელიას ოფიციალურად, მორიგ ტურის წინ, თბილისის „ვიტ ჯორჯიასთან“ გასამართ მატჩამდე წარადგენს.
FCZugdidi.GE