საბერძნეთი მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა
ცოტა ხნის წინ დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის განმეორებითი შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს რუმინეთისა და საბერძნეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.
მოგეხსენებათ, პირველი მატჩი ბერძნებმა საკითარ მოედანზე ანგარიშით 3:1 მოიგეს. შესაბამისად, მუნდიალზე გასასვლელად რუმინელებს ურთულესი ამოცანა უნდა შეესრულებინათ.
ყველაფერი მასპინძელთათვის ცუდად დაიწყო. მატჩის 23-ე წუთზე ვასილის ტოროსიდისის პასით კოსტას მიტროგლუს გოლის გატანა არ გაუჭირდა. რუმინელებმა ანგარიშის გათანაბრება მხოლოდ 55-ე წუთზე, ტოროსიდისის ავტოგოლით მოახერხეს. მათთვისვე სამწუხაროდ, მეტოქის კარის აღება მათ დარჩენილ დროში ვერ შეძლეს. საბოლოოდ, 1:1 და ორი მატჩის ჯამში გამარჯვება საბერძნეთის ნაკრებმა მოიპოვა, რისი წყალობითაც მუნდიალის საგზური მიიღო.
რუმინეთი – საბერძნეთი 1:1
გოლები: ტოროსიდისი 55′ (ავტოგოლი) – მიტროგლუ 23′
რუმინეთი: ტატარუშანუ, მატელი, კირიკეში, გოიანი (გროზავი 86′), რაცი (ლატოვლევიჩი 26′), ხობანი, ტორჟე (ნიკულაე 57′), ტანასე, მაქსიმი, მარიკა, სტანკუ
საბერძნეთი: კარნეზისი, ტოროსიდისი (ვინტრა 72′), სოკრატისი, სიოვასი (მანოლასი 80′), ხოლებასი, მანიატისი, ციოლისი, კარაგუნისი (სამარისი 74′), სალპინგიდისი, მიტროგლუ, სამარასი