საფეხბუთო უიკენდის ტოპ-5
გოლების ცვენა ლივერპულში, ბუფონის იუბილე, “ბორუსიას” ფიასკო და სხვა მნიშვნელოვანი საფეხბურთო მოვლენები.
1. ექვსი გოლი ლივერპულურ დერბიში
“ევერტონის” და “ლივერპულის” დაპირისპირება, პრემიერლიგის მეთორმეტე ტურის ნამდვილი მშვენება იყო. მატჩი შედეგიანი გამოდგა და 3:3 დასრულდა. თავიდან ორჯერ “ლივერპული” დაწინაურდა, მაგრამ “ევერტონმა” ანგარიშის გათანაბრება ორივეჯერ მოახერხა და დაწინაურებაც კი შესძლო. მაგრამ 89-ე წუთზე სტარიჯმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
2. რონალდუ უგო სანჩესს დაეწია
პრიმერას მე-14 ტურის მატჩში, “ალმერიას” წინააღმდეგ, კრიშტიანო რონალდუმ თავისი 164-ე გოლი გაიტანა მადრიდის “რეალის” შემადგენლობაში. ამ მაჩვენებლით, პორტუგალიელი უგო სანჩესს გაუთანაბრდა. რონალდუს, რეალის შემადგენლობაში გატანილი გოლების რაოდენობით მხოლოდ სამი ფეხბურთელი უსწრებს: სანტილიანა (186), ალფრედო დი სტეფანო (216) და რაული (228). შეგასხენებთ, რომ რონალდუ 17 გოლით 14 მატჩში წლევანდელი პრიმერას საუკეთესო ბომბარდირია.
თავად უგო სანჩესმა კი შემდეგი კომენტარი გააკეთა: “რონალდუ ფეხბურთის გიგანტია, ისევე როგორც მესი. თუ კრიშტიანო სერიოზულ ტრავმებს თავს აარიდებს, მას შეუძლია კლუბის ყველა რეკორდი გააუმჯობესოს”.
“რეალის” და “ალმერიას” შეხვედრა, მადრიდელების გამარჯვებით დასრულდა – 5-0.
3. ბუფონის 500
“ლივორნოს” წინააღმდეგ სტუმრად ჩატარებული შეხვედრა, ჯანლუიჯი ბუფონისთვის საიუბილეო გამოდგა. ეს იყო მისი მე-500 მატჩი სერია-A-ში. ტურინელებმა შეხვედრა დამაჯერებლად მოიგეს, იუბილარს კი გოლი არ გაუშვია – 0-2. შედეგიანი დარტყმებით თავი ტევესმა და ლიორენტემ გამოიჩინეს.
4. “ტოტენჰემის” კრახი “ეტიჰადზე”
“სიტიმ” კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საშინაო არენაზე სულ სხვა გუნდია. ამჯერად “ეტიჰადზე” ქალაქელების მსხვერპლი “ტოტენჰემი” გახდა”. შეხვედრა მანჩესტერელების გამარჯვებით, 6:0 დასრულდა. დუბლი გაიფორმეს ნავასმა და აგუერომ, ასევე თავი ალვარო ნეგრედომ გამოიჩინა. ხოლო ერთი შედეგიანი დარტყმა ლონდონელების ანგარიშზეა. ავტოგოლი სანდრომ შეასრულა.
5. ჭორები მესის ირგვლივ
Punto Pelota-ს ჟურნალისტ, ფრანსუა გალიარდოს თქმით, ლიონელ მესი სეზონის ბოლოს “ბარსელონას” რიგებს დატოვებს.
“მესის მიაჩნია, რომ მას ურალატეს. მას უკვე აქვს ზეპირი შეთანხმება ერთ-ერთ კლუბთან და თებერვალში აქტიური მოლაპარაკებაც დაიწყება. სექტემბრის ბოლოს, ფეხბურთელმა თავის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრა გამართეს “ბარსელონას” მმართველებთან, სადაც ხელფასის გაზრდასაც დაპირდნენ. მაგრამ, ერთ თვეში მას დაურეკეს, და შეატყობინეს რომ შეთანხმება ვეღარ შესრულდება” – აცხადებს გალიარდო.