სპარტაკი VS დინამოს ბაქარ ნინუა განსჯის
დინამო თბილისისა და ცხინვალის სპარტაკის ხვალინდელ შეხვედრას, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება, ბაქარ ნინუა განსჯის. მატჩის მთავარ არბიტრს ასისტენტობას ბესიკ ჭიჭინაძე და არჩილ კოკაია გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს დავით ხარიტონაშვილი შეასრულებს.
ჩვენი გუნდის მონაწილეობით ბაქარ ნინუამ უკანასკნელად გასულ სეზონში, მიმდინარე წლის 9 მარტს გამართული დინამო 3:0 ზუგდიდი იმსაჯა. აღნიშნულ მატჩში ბაქარ ნინუამ ერთი ყვითელი ბარათი გამოიყენა, მან სტუმართა ფეხბურთელი გააფრთხილა.
უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც ბაქარ ნინუამ იმსაჯა, პირველი ლიგაში გამართული კახეთი 1:3 კოლხეთი გახლავთ.
ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, ბაქარ ნინუას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
ბაქარ ნინუა
დაბადების თარიღი: 1984 წლის 28 ოქტომბერი
===========================================
უმაღლესი ლიგა – 12 თამაში / 38 ყვითელი / 3 წითელი / 1 პენალტი
პირველი ლიგა – 41 თამაში / 117 ყვითელი / 8 წითელი / 5 პენალტი
მეორე ლიგა – 9 თამაში / 43 ყვითელი / 2 წითელი / 3 პენალტი
საქართველოს თასი – 8 თამაში / 24 ყვითელი / 4 წითელი / 0 პენალტი
FCDinamo.GE