WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (131958) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (14,15,16,17,18,19,21,22) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

პრიმერა დივიზიონის ტურის პრევიუ

თარიღი: ნოემბერი 29, 2013

ესპანეთის ჩემპიონატის XV ტური სტარტს რამოდენიმე საათში აიღებს.

29/11/13                                                                                                          

23:00 “ხეტაფე” – “ლევანტე”

“კოლიზეუმ ალფონსო პერესზე” მადრიდული კლუბი “ლევანტეს მიიღებს და “ატლეტიკოსთან” გამანადგურებელი მარცხის შემდეგ (7:0) შეეცდება საკუთარი გულშემატკივრის წინაშე რეაბილიტირება მოახდინოს. “ლევანტემ” გასულ ტურში შედარებით მოკრძალებული ანგარიშით წააგო, 3:0 ვილიარეალთან. უკვე ოთხი ტურია, რაც ორივე გუნდი მოგების გარეშე ასპარეზობს. რომელი შესძლებს ნავსის გატეხვას, ამას სულ რამოდენიმე საათში გავიგებთ. “ხეტაფეს” ლაფიტა და ლისანდრო ტრავმის გამო, ხოლო ვალერა დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაეხმარებიან. საკადრო პრობლემები “ლევანტესაც” აქვს. ტრავმის გამო მოედანზე დავიდ ნავარო, ივანშიცი, ლელი, დიავარა და ჰეკტორ რამირესი ვერ გავლენ.

29/11/13                                                                                                          

23:00 “ვილიარეალი” – “მალაგა”

ვილიარეალში ადგილობრივი კლუბი “მალაგას” უმასპინძლებს. “ვილიარეალი”, რომელიც საკმაოდ კარგ სეზონს ატარებს, სეზონში მეთორმეტე გამარჯვების მოპოვებას ეცდება. მითუმეტეს რომ, “მალაგას” საუკეთსო პერიოდი ნამდვილად არ უდგას. მათ გასულ ტურში “ბილბაოსთან” წააგეს საშინაო შეხვედრა. დღევანდელმა მასპინძლებმა კი, რომლებიც ამ ეტაპზე მეოთხე საფეხურზე არიან სატურნირო ცხრილში, სტუმრად “ლევანტეს” სძლიეს.

30/11/13

19:00 “ელჩე” –  “ატლეტიკო”

საკმაოდ კარგად მოასპარეზე მადრიდის “ატლეტიკო” ელჩეს ეწვევა და ადგილობრივ კლუბს გაეჯიბრიბა. “ელჩემ” გასულ ტურში “ვალენსიას” დამარცხება შესძლო და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ხელწამოსაკრავი გუნდი არ არის. მასპინძლებს მანუ და ალბარ ხიმენესი დააკლდებიან ტრავმების გამო, ხოლო სტუმრებს მარიო სუარესი და ლეო ბაპტიშტაო.

30/11/13

21:00 “სელტა” – “ალმერია”

ვიგოში “სელტა” “ალმერიას მიიღებს. ცხრილი ქვედა ნაწილში მყოფი გუნდების დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული უნდა გამოდგეს. ნამდვილი “ექვსქულიან” მატჩი უშუალო კონკურენტების შესრულებით. მასპინძლები ამ შეხვედრას დანაკლისით ხვდებიან. ტრავმების გამო ბორხა ოუბინია და სამუელ ლიორკა ვერ გავლენ მოედანზე, რასაც ფონტასის დისკვალიფიკაციაც დაემატა. “ალმერია” მატჩს სრული საბრძოლო შემადგენლობით ხვდება.

30/11/13

23:00 “რეალი” –  “ვალიადოლიდი”

“სანტიაგო ბერნაბეუ” “ვალიადოლიდს” უმასპინძლებს. მადრიდელებს აუცილებლად სჭირდებათ მორიგი სამი ქულის მოპოვება, რათა შეუფერებელ მესამე პოზიციას რაც შეიძლება მალე დააღწიონ თავი. იოლი გამარჯვების მოსაპოვებლად საუკეთესო მოწინააღმდეგე კი, ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი “ვალიადოლიდია”, რომელიც აღნიშნულ შეხვედრას დანაკლისით ხვდება. დისკვალიფიცირებულია გუნდის გერმანელი ლეგიონერი პეტარ ებერტი. დანაკლისი მასპინძლებსაც აქვთ, მადრიდელებს ხედირა, კოენტრაო და არბელოა ვერ დაეხმარებიან.

01/12/13

01:00 “ესპანიოლი” – “სოსიედადი”

ბარსელონაში “რეალ სოსიედადი” ჩავა და ძალებს “ესპანიოლთან” მოსინჯავს. შეხვედრა საკმაოდ საინტერესო იქნება. სატურნირო ცხრილში გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ ორი ქულაა.

01/12/13

15:00 “ბეტისი” – “რაიო ვალეკანო”

ორი აუტსაიდერის დაპირისპირებას სევილიაში “ბენიტო ვილიამარინი” უმასპინძლებს. გუნდები შეხვედრას საკადრო პრობლემების ფონზე ხვდებიან. “ბეტისს” ხუანფრანი, როდრიგესი, იგეიბორი, ხავიერ მატილია და ხავი ტორესი დააკლდებიან. “რაიო ვალეკანოს”  კი: რუბენი, ხოსე კარლოსი, ზე კასტრო, ალბერტ პერეა და ფერნანდესი.

01/12/13

20:00 “გრანადა” – “სევილია” 

ცხრილის შუაში მყოფი გუნდების დაპირისპირება გრანადაში გაიმართება, სადაც ადგილობრივ გუნდს “სევილია” ეწვევა. უკანასკნელი ორი შეხვედრა სევილიამ საკმაოდ დამაჯერებლად მოიგო და შეეცდება გააგრძელოს ტრიუმფალური სვლა. “განადა” კი გასულ ტურში “ბარსელონასთან” დამარცხდა, რაც გასაკვირი ბუნებრივია არავისთვის არ ყოფილა. სტუმრებს დღევანდელ შეხვედრაში მარინი, პარეხა, ტროხოვსკი, ჩერიშევი და სისინიო დააკლდებიან. მასპინძლებს ტრავმების გამო ფატაუ, მაინცი და იტურა დააკლდებიან.

01/12/13

20:00 “ვალენსია” – “ოსასუნა”

მესტალიაზე “ვალენსია” პამპლონის ოსასუნას მიიღებს. მასპინძლები წლევანდელ გათამაშებაში სტაბილურობა აკლიათ, რაც მათ სატურნირო მდგომარეობაზეც ისახება. მეათე პოზიციაზე მყოფი “ღამურები” საკუთარი გულშემატკივრის გახარებას “ოსასუნასთან” ეცდებიან. პამპლონელებმა გასულ ტურში “ვალიადოლიდი” დაამარცხეს და სატურნირო ცხრილში მდგომარეობა ოდნავ გამოასწორეს. აღნიშნულ შეხვედრაში “ვალენსიას” ტრავმის გამო გუაიატა დააკლდება, ხოლო “ოსასუნას” სისი და ნინო.

02/12/13

00:00 “ბილბაო” – “ბარსელონა”

ტურის უკანასკნელი შეხვედრა “სან მამესზე” გაიმართება. ადგილობრივი “ატლეტიკ ბილბაო” გათამაშების ლიდერ, “ბარსელონას” მიიღებს. მიუხედავად მნიშვნელოვანი საკადრო პრობლემებისა (შეგახსენებთ, რომ “ბარსელონას” მესი, დანი ალვეში და ვიქტორ ვალდესი დაუშავდნენ) კატალონიური კლუბი ფავორიტის სტატუსით ეწვევა ბასკეთს. თუმცა, ტრადიციულად “ბილბაომ” დიდი ბრძოლა უნდა გაუმართოს მსოფლიო გრანდს.



მსგავსი სიახლეები