“დილა” – “ტორპედო” 3-0
გორში გამართული ტურის ცენტრალური მატჩი საინტერესო სანახავი გამოდგა. შეხვედრა მასპინძლების აშკარა უპირატესობით მიმდინარეობდა, რასაც ჟერარდ სარაგოსას შეგირდები უხეშ თამაშს უპირისპირებდნენ. საერთო ჯამში, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, გიორგი ვადაჭკორიას ორივე გუნდის ფეხბურთელებისათვის შვიდი ყვითელი ბარათი აჩვენა. პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა, თუმცა “დილას” რამოდენიმე კარგი მომენტი ქონდა. მეორე ტაიმში კი, გორელებმა რეალიზაციაც გამოასწორეს და მე-60 წუთზე ანგარიში მიხეილ გორელიშვილმა გახსნა. გოლი თომაშვილის შესანიშნავ სოლო რეიდს მოჰყვა. ცენტრალურმა მცველმა მეტქის საჯარიმომდე გზად 2 ფეხბურთელი ჩამოიტოვა და გორელიშვილი მეკარესთან პირისპირ დატოვა. აღსანიშნავია, რომ გოლის გატანიდან ერთ წუთში ახალგაზრდა ფეხბურთელი შეცვალეს. თუმცა, შეცვლაზე გამოსულმა ნიკოლოზ სადაღაშვილმაც შეიტანა თავისი წვლილი გორელთა გამარჯვებაში და 78-ე წუთზე მეორე ბურთი შეაგდო “ტორპედოს” კარში. მესამე გოლი 88-ე წუთზე გიორგი ქვილითაიამ გაიტანა. ახალგაზრდა ფორვარდმა ტექნიკურად ჩამოიცილა ქუთაისელი მცველი და ქვილითაიას აუღებელი დაურტყა.
გორი. “თენგიზ ბურჯანაძე”
დილა 3 – 0 ტორპედო
გოლები: გორელიშვილი 60′, სადაღაშვილი 78′, ქვილითაია 88′
3 ყვითელი ბარათები 4
8 კუთხურები 1
“დილა”: რევიშვილი, ღონღაძე, მაისურაძე, ბოლქვაძე, გურული, ხიზანეიშვილი, მოდებაძე, თომაშვილი, დოლიძე, გორელიშვილი, კობახიძე.
სათადარიგოები: შეყრილაძე, გაბარაევი, სადაღაშვილი, გოგინაშვილი, ქვილითაია, გაგნიძე, აბურჯანია.
“ტორპედო”: ქვილითაია, სანდოხაძე, ფირცხალავა, ცინცაძე, საბანაძე, ჯიქია, ხიდეშელი, მთივლიშვილი, გაბაძე, ჭელიძე, ბარაბაძე.
სათადარიგოები: მიქავა, გიგაური, გავაშელიშვილი, გოროზია, ჭანტურია, კაპანაძე, უბილავა.
მატჩის შემდეგ:
ჟერარდ სარაგოსა: – “დილას” ვულოცავ გამაჯრვებას. მატ ყველა კომპონენტში გვაჯობეს და დამსხურებულადაც მოიგეს.
რამაზ სოლოღაშვილი: – მიუხედავად დიდი ანგარიშით მოგებისა, იოლი მატჩი არ ყოფილა. ვულოცავ და მადლობა ჩემს ბიჭებს ბრძოლისათვის. სამეულისთვის ბრძოლას ვაპირებთ.