უმაღლესი ლიგა მოულოდნელობების გარეშე
დღეს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის XIV ტურის მატჩები გაიმართა.
ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე “ჩიხურამ” თბილისის “ვიტ ჯორჯია” მიიღო და 3-0 დაამარცხა. დუბლი ტატანაშვილმა გაიფორმა ერთი გოლიც ბესიკ დეკანოიძემ შეაგდო.
ანაკლიაში გამართული მეგრული დერბი ნულოვანი ფრით დასრულდა. ორივე გუნდი აგრძელებს მოუგებელ სერიას.
რთულ ფინანსურ სიტუაციაში მყოფი ლანჩხუთი “გურია” კი დამარცხდა.. მიუხედავად თენგიზ ჩიკვილაძის ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანისა, რომლითაც მან ანგარიში 24-ე წუთზე გახსნა, ბოლნისელებმა 40-ე და 44-ე წუთებზე შესძლლეს ორი გოლის გატანა. თავი გიორგი განუგრავამ და გიორგი კახელიშვილმა გამოიჩინეს.
თბილისში, “მიხეილ მესხზე” გამართული მატჩი მოსალოდნელი შედეგით დასრულდა. გათამაშების ლიდერმა, თბილისის “დინამომ” იოლად დაამარცხა აუტსაიდერებში მყოფი “სპარტაკი”. თბილისელების შემადგენლობაში გოლები ჩისკომ (2), პატრიკ ვუომ და დორინ გოგამ გაიტანეს. საბოლოო ჯამში 4-0 და “დინამო” კვალავ პირველია.
გორის “დილამ” დილამ დიდი ანგარიშით დაამარცხა ქუთაისის “ტორპედო” 3-0. დაწვრილებით მატჩის პერიპეტიებზე ამ ბმულიდან გაიგებთ.
http://fanebi.com/dila-torpedo-3-0/#.UpoGD9Lrw00
ტურის უკანასკნელი შეხვედრა ზესტაფონში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა კლუბმა რუსთავის “მეტალურგი” მიიღო. “ზესტაფონი” ლევან შარიქაძის გოლით დაწინაურდა. 50-ეზე კი გიორგი ჭანკოტაძემ ანგარიში ორამდე გაზარდა. რუსთაველები არ დანებდნენ, მაგრამ დარჩენილ დროში ანასკნელი შეხვედრა ზესტაფონში გაიმართა. სადაც ადგილობრივმა კლუბმა რუსთავის “მეტალურგი” მიიღო. “ზესტაფონი” უკვე მეცხრე წუთზე მხოლოდ ერთი გოლის გატანა შესძლეს. შედეგიანი დარტყმის ავტორი გიორგი ჩირგაძეა.