ფეხბურთი როკის სტილში
ალბათ ბევრს გახსოვთ გასულ წელს, ჩემპიონთა ლიგაში გამართული “სელტიკი” – “ბარსელონა” და ცნობილი მუსიკოსის, როდ სტიუარტის სიხარულის ცრემლები.
სტიუარტი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუსიკოსია, რომელმაც კარიერა ჯერ კიდევ სამოციან წლებში დაიწყო. ამავე დროს, იგი “სელტიკის” ერთ-ერთი ცნობილი ფანია. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ სტიუარტის პირველი პროფესია ფეხბურთი იყო. ერთ მშვნიერ დღეს კი, მან ხელოვნებაში გადაწყვიტა წასვლა.. მაგრამ, “პირველი სიყვარული” უკვალოდ არ ქრება. სტიუარტი თითქმის არ აცდენს “სელტიკის” არცერთ შეხვედრას და აქტიურად გულშემატკივრობს საყვარელ გუნდს. აღსანიშნავია, რომ ბრიტანელი მუსიკოსი ლონდონში დაიბადა, თუმცა წარმოშობით შოტლანდიელია.
თუმცა, როდ სტიუარტი ეთადერთი არ არის.. როკ მუსიკა რომ მჭიდრო კავშირია სპორტის #1 სახეობასთან, ეს სხვა მაგალითებიდანაც ჩანს.
ცნობილი როკერი ფანები “არსენალსაც” ყავს. ჯგუფ “THE WHO”-ს ვოკალისტი, Roger Daltrey. ასევე SexPistol-ის ლიდერი Johnny Rotten.
ყველაზე მძლავრი “როკ დაჯგუფეფა” კი ბირმინგემული “ასტონ ვილას” სამსახურში იდგა. 70-იან წლებში ჩამოყალიბებული Black Sabbath მთელი შემადგენლობით უჭერდა მხარს ბირმინგემულ კლუბს. ჯგუფის ბასისტი გიზერ ბატლერი სულაც კლუბის აქციების შესყიდვასაც აპირებდა.