რეინა: „სასიამოვნოა, როდესაც შენთან კონტრაქტის გაფორმება „ბარსელონას“ სურს“
„ნაპოლის“ მეკარე პეპე რეინა თავის ამჟამინდელ კლუბში ბედნიერია, თუმცა მომავალში სხვაგან გადასვლას არ გამორიცხავს.
„აქ ყოფნით ძალიან კმაყოფილი ვარ. კარიერაში და ცხოვრებაში ყველაფერი მოსალოდნელზე უკეთესად ამეწყო. „ნაპოლი“ – საინტერესო პროექტია, რომელიც უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში იღებს მონაწილეობას. გუნდს ახალგაზრდა და საინტერესო მოთამაშეები ჰყავს“.
„ვერ გეტყვით იმას, თუ როგორ განვიტარდება მოვლენები მომავალში. ზაფხულს „ლივერპულში“ დავბრუნდები, ხოლო შემდეგ ვნახავთ, თუ რა მოდება“.
„ბარსელონა? რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როდესაც შენს შეძენაზე ასეთი დონის კლუბი ფიქრობს“, – განაცხადა ესპანელმა გოლკიპერმა.
შეგახსენებთ, რომ აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, „ბარსელონას“ ხელმძღვანელები მიუნხენგლადბახის „ბორუსიას“ კარის დარაჯის მარკ-ანდრე ტერ შტეგენისა და რეინას დამატებაზე ფიქრობს.
ალექსანდრე მატევოსოვი