ნულოვანი ფრე რუსთავში
რუსთავის “ფოლადზე” დღეს ტურის ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. “მეტალურგი” გორის “დილას” მასპინძლობდა. სუსხიან ამინდში გამართულ დაპირისპირებას საკმაოდ ცოტა გულშემატკივარი დაესწრო.
შეხვედრის პირველი ნახევარი “მეტალურგის” უპირატესობით წარიმართა. რუსთაველებს რამოდენიმე საგოლე მომენტიც ქონდა. აქიურობდნენ კორღალიძე, ტუღუში და კირკიტაძე. მოენტები კონტრშეტევაზე მოთამაშე “დილასაც” ჰქნდა. მასიურაძის დარტყმა მცირე მანძილით ასცდა კარს.
მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. სტუმრები შესძლეს თამაშის გამოსწორება. გატანა ორივე გუნდის ფეხბურთელებს შეეძლოთ. მატჩის 63-ე წუთზე ბექა ტუღუშს რომ გაეტანა, ალბათ ჩემპიონატის ერთ-ერთ ულამაზეს გოლს ვიხილავდით. კარისკენ ზურგით მდომმა ფორვარდმა, ბურთი ქუსლით, მიწაზე დაუშვებლად დაარტყა, თუმცა მცირე მანძლით ააცილა. უკანასკნელ 15 წუთში კი, სამი კარგი მომენტი სტუმრებს შეექმნათ. ერთ ეპიზოდში გორელებს სიზუსტემ უმტყუნათ, ხოლო ორჯერ “მეტალურგი” კოკა სეფიაშვილმა გადაარჩინა.
“მეტალურგი”: სეფიაშვილი, კაკუბავა, კირკიტაძე (საჯაია 58′),მახვილაძე, კორღალიძე, გურეშიძე, რაზმაძე, ჩირგაძე (გეწაძე 71′), ჯაფარიძე, ორბელაძ, ტუღუში (ფიფია 83′).
“დილა”: რევიშვილი, ღონღაძე, აბურჯანია (დიასამიძე 52′), გაგნიძე (სადაღაშვილი 46′), ქვილითაია, თომაშვილი, ხიზანეიშვილი, დოლიძე (მოდებაძე 86′), გურული, მაისურაძე, ბოლქვაძე.
მატჩის შემდეგ
გელა სანაია (მეტალურგი): ძალიან ცუდი მსაჯობა იყო. “მეტალურგი” სუფთად თამაშობს და არანაირ მაქინაციებში არ არევა. ამის გამო ჩვენ არ უნდა ვიჩაგრებოდეთ.
დღეს მხოლოდ გოლის გატანა დაგვაკლდა. ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ. საწყენია, რომ საგოლე მომენტების გამოყენება ვერ შევძელით. ვიცოდით, რომ “დილა” კონტრშეტევებზე ითამაშებდა. შესაბამისად შევეცადეთ რაც შეიძება ნაკლები თავისუფალი ზონა დაგვეტოვებინა.
რამაზ სოღოლაშვილი (დილა): უმაღლესი ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს შევხვდით, რომელსაც ნიჭიერი მწვრთნელი უდგას სათავეში. საინტერესო თამაში გამოვიდა. პირველ ტაიმში მეტოქემ აშკარად გვაჯობა, მეორეში კი მდგომარეობის გამოსწორება შევძელით. საბოლოოდ შეხვედრა ლოგიკური ანგარიშით დასრულდა. მადლობა ჩვენს გულშემატკივარს.