მუნდიალს მიღმა დარჩენილი ვარსკვლავები
გთავაზობთ 23 კაციან განაცხადს, რომელიც იმ ცნობილი ფეხბურთელებისგან შედგება, ვისაც მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ვიხილავთ.
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი პლეი-ოფების წილისყრის შემდეგ, საფეხბურთო სამყარო ფაქტის წინაშე დადგა. მუნდიალი კრისტიანო რონალდოს ან ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარეშე ჩაივლის. საბოლოოდ, ამ ვარსკვლავურ დუელში გამარჯვება პორტუგალიელს დარჩა, ზლატანს კი დასვენება მოუწევს.
ახლა კი გთავაზობთ იმ ფეხბურთელთა “ვარსკვლავურ გუნდს”, რომლებმაც იბრაჰიმოვიჩის ბედი გაიზიარეს.
მეკარეები:
პეტარ ჩეხი (ჩეხეთის ნაკრების, ჩელსი)
სამირ ჰანდანოვიჩი (ინტერი, სლოვენია)
ვოიცეხ შჩესნი (არსენალი, პოლონეთი)
მცველები:
ნევენ სუბოტიჩი (ბორუსია, სერბეთი)
ბრონისლავ ივანოვიჩი (ჩელსი, სერბეთი)
ლუკაშ პიშჩეკი (ბორუსია, პოლონეთი)
მარტინ შკრტელი (ლივერპული, სლოვაკეთი)
დანიელ აგერი (ლივერპული, დანია)
ვლად ჩირიჩესი (ტოტენჰემი, რუმინეთი)
დავიდ ალაბა (ბაიერნი, ავსტრია)
ნახევარმცველები:
გარეთ ბეილი (რეალი, უელსი)
იაკუბ ბლაშიკოვსკი (ბორუსია, პოლონეთი)
არდა თურანი (ატლეტიკო მადრიდი, თურქეთი)
გილფი სიგურდსონი (ტოტენჰემი, ისლანდია)
გენრიხ მხიტარიანი (ბორუსია, სომხეთი)
აარონ რემსი (არსენალი, უელსი)
კრისტიან ერიკსენი (ტოტენჰემი, დანია)
ანდრეი იარმოლენკო (დინამო კიევი, უკრაინა)
თავდამსხმელები:
ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ, შვედეთი)
რობერტ ლევანდოვსკი (ბორუსია, პოლონეთი)
ოსკარ კარდოსო (ბენფიკა, პარაგვაი)
მარეკ ჰამშიკი (ნაპოლი, სლოვაკეთი)
პიერ-ემერიკ ობამეიანგი (ბორუსია, გაბონი)
ასევე საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრება. რომელი ფეხბურთელი დაგაკლდებით მსოფლიო ჩემპიონატზე? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში