მოიესი კვლავ ყურადღების ცენტრშია
მოიესის მარცხი თავის ყოფილ კლუბთან, სუარესი პოკერი და მეთოთხმეტე ტურის სხვა ამბები ჩვენს მიმოხილვაში.
მოიესი “ევერტონის” წინააღმდეგ
ტურის ცენტრალურ დაპირისპირების შემდეგ ბრიტანელი ჟურნალისტების მთავარი სამიზე კვლავ დევიდ მოიესი გახდა, რითაც ანდე ვილაშ-ბოაშს ამოსუნთქვის საშუალება მიეცა. “ევერტონის” ფეხბურთელებმა “მანჩესტერთან” ქულათა სხვაობაც გაზარდეს და “იუნაიტედი” ცხრილის შუაში გაუშვეს.
პირველ ტაიმში რუნის სამი საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ ჯერ ჰოვარდმა ითამაშა კარგად, შემდეგ “ევერტონის” კიპერს ძელი დაეხმარა. სტუმრების შემადგენლობაში მირალიასი და ლუკაკუ გამოირჩეოდნენ. მეორე ნახევრის დასაწყისში მოიესმა ცვლილებებს მიმართა, მაგრამ თამაშში ჩართულმა კაგაცამ და იანუზიმ განსაკუთრებული ვერაფერი ვერ შექმეს. მიუხედავად ამისა, მანჩესტერელებს მაინც ქონდათ გოლის გატანის შესაძლებლობა. ევრას დარტყმული ჰოვარდმა კი მოიგერია, მაგრამ ხელებში ვერ შეიმაგრა. დამატებაზე უელბეკი თამაშობდა, რომლის დარტყმულიც ხარიხას მოხვდა. სტუმრები კი მოთმინებით ელოდნენ საკუთარ შანსს და 86′ წუთზე მათი დროც მოვიდა. ლუკაკუს გადაცემას ოვიედო გამოეხმაურა და “ევერტონს” ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუპოვა.
სუარესის პოკერი
გასული ტური წარამტებას ლივერპულის მეორე გუნდმაც მიაღწია. “წითლევმა” “ჰალთან” სენსაციურად განცდილი მარცხის შემდეგ, ჯავრი “ნორვიჩზე” იყარეს. როგორც ჩანს, “ჰალთან” მარცხით ყველაზე მეტად სუარესი იყო გაღიზიანებული. ურუგვაელმა “ნორვიჩს” 4 გოლი გაუტანა. შეხვედრა კი მერსისაიდელების გამარჯვებით, 5-1 დასრულდა. სუარესის გარდა ერთი გოლის გატანა სტერლინგმაც მოახერხა.
ჩემპიონთა ლიგის ზონას კვლავ მიახლოვდა “ტოტენჰემი”. ვილაშ-ბოაშს დროებით მაინც მიეცა მშვიდად მუშაობის საშუალება. მაგრამ, ნერვიულობის გარეშე გუშინდელ შეხვედრას არ ჩაუვლია. “ტოტენჰემი” თანაქალაქელ “ფულემს” ხვდებოდა და ბოლო წუთებზე მოახერხა გამარჯვების მოპოვება.
“არსენალმა” დაგეგმილი სამი ქულა მოიპოვა “ჰალ სიტისთან” და ერთპიროვნული ლიდერობაც შეინარჩუნა. “მეთოფეების” მთავარი კონკურენტი, ლონდონის “ჩელსი”, აუტსაიდერ “სანდერლენდს” სტუმრობდა და გვარიანადაც ინერვიულა. მოურინიოს შეგირდებმა ოთხი გოლის გატანა მოახერხეს, საკუთარ კარში კი სამი მიიღეს. “სანდერლენდის” დონის გუნდთან ეს არც თუ ისე კარგი შედეგია.
04/12/13
00:00 “კრისტალ პელასი” 1-0 “ვესტ ჰემი”
გოლი: შამახი 42′
23:45 “არსენალი” 2-0 “ჰალ სიტი”
გოლები: ბენდტნერი 2′ (1:0), ოზილი 47′ (2:0).
23:45 “ლივერპული” 5-1 “ნორვიჩი”
გოლები: სუარესი 15′, 29′, 35′, 74′, (4:0), ჯონსონი 83′ (4:1), სტერლინგი 88′ (5:1).
23:45 “მანჩესტერ იუნაიტედი” 0-1 “ევერტონი”
გოლი: ოვიედო 86′
23:45 “საუთჰემპტონი” 2-3 “ასტონ ვილა”
აგბონლაჰორი 15′ (0:1), როდრიგესი 48′ (1:1), კოზაკი 64′ (1:2), ოსვალდო 69′ (2:2), დელფი 80′ (2:3).
23:45 “სტოუკ სიტი” 0-0 “კარდიფი”
23:45 “სანდერლენდი” 3-4 “ჩელსი”
გოლები: ალტიდორი 14′ (1:0), ლამპარდი 17′ (1:1), აზარი 36′ (1:2), ო’ში 50′ (2:2), აზარი 62′ (2:3), ბარდსლი (ს.კ.) 82′ (2:4), ბარდსლი 86′ (3:4).
23:45 “სუონსი” 3-0 “ნიუკასლი”
გოლები: დაიერი 45′, დებიუში (ს.კ.) 67′, შელვი 82′
05/12/13
00:00 “ვესტ ბრომვიჩი” 2-3 “მანჩესტერ სიტი”
გოლები: აგუერი 9′ (0:1), ტურე 24′ (0:2), ტურე 74′ პენ’ (0:3), პანტილიმონი 85′ (1:3), ანიჩებე 90+4′ (2:3).
00:00 “ფულემი” 1-2 “ტოტენჰემი”
გოლები: დეჟაგა 56′ (1:0), კირიკეში 73′ (1:1), ჰოლტბი 82′ (1:2).