პირველი ლიგის გადადებული მატჩი
დღეს პირველ ლიგაში თბილისური დერბი გაიმართა. მეცამეტე ტურის გადადებულ შეხვედრაში “სასკომ” “საბურთალო” მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. ერთადერთი გოლის ავტორი შეცვლაზე შემოსული რეხვიაშვილი გახდა. ზუსტი დარტყმა “სასკოს” ფეხბურთელმა 65-ე წუთზე შეასრულა.
“ბენდელაზე” გამართული დაპირსპირება 2013 წელს პირველი ლიგის უკანასკნელი მატჩი იყო. გათამაშება 2014 წელს განახლდება.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე უმაღლესში გადმოსვლის მთავარი პრეტენდენტები ფოთიხ “კოლხეთი”, ბათუმის “დინამო”, “სამტრედია” და ქობულეთის “შუქურა” არიან.
საბურთალო – სასკო 0:1 (0:0)
საბურთალო: გოშაძე, კაკიაშვილი, მარგველაშვილი (წოწონავა 87), ტაბიზე, თევზაძე, მამუჩაშვილი, ხარაიშვილი (გვარაძე 80), ვიანე (რუხაძე 63), ლარკი, წივილაშვილი, გოცირიძე.
სასკო: ბრაჭული, საჯაია, ინწკირველი, ბერიშვილი, ელიავა, სარჯველაზე, დიღმელაშვილი, სეფიაშვილი (ეგიზარიანი 53), არახამია, ქუცურუა (ლომაია 78), რ. ჯიქია (რეხვიაშვილი 59).
გოლი: 0:1 რეხვიაშვილი (65).
გაფრთხილება: კაკიაშვილი (37), სეფიაშვილი (44), რეხვიაშვილი (72).
მთავარი მსაჯი: ოთარ ხეცაძე