ბრძოლა ექვსეულში მოსახვედრად
საქართველოს ქალაქებში უმაღლესი ლიგის მეთხუთმეტე ტურის შეხვედრები გაიმართა. გასული ტურის შედეგებიდან გამომდინარე გასნაკუთრებული დაძაბულობა ცხრილის შუა ნაწილში იგრძნობა. ექვსეულში მოსახვედრად რამოდენიმე გუნდი იბრძვის.
“მიხეილ მესხზე“ “სიონმა“ „ზუგდიდს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი ლადო ახალაიამ გაიტანა 63’ წუთზე. ამ გამარჯვებამ “სიონი“ ზედა ექვსეულს კიდევ უფრო მიუახლოვა.
სამტრედიაში “მერანი“ “ვიტ ჯორჯიას“ გამართული დაპირისპირება თბილისელების გამარჯვებით დასრულდა. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, მე-12 წუთზე გოლი გიორგი კორიფაძემ გაიტანა. თუმცა, 8 წუთში ნომინალურმა მასპინძლებმა წონასწორობა აღადგინეს. შედეგიანი დარტყმა ლაშა ღონღაძის ანგარიშზეა. პირველი ნახევარი ფრედ დასრულდა. გადამწვყეტი უპირატესობა თბილისელებმა მეორე ნახევარში მოიპოვეს და 76-ე წუთზე ნიკოლოზ მაისურაძემ გამარჯვების გოლი გაიტანა.
ქუთაისში “ტორპედომ“ ცხინვალის “სპარტაკი“ მიიღო და ხუთმატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა. ქუთათურებმა მატჩი მინიმალური ანგარიშით მოიგეს. გოლი პირველ ნახევარში, მე-20 წუთზე თორნიკე კაპანაძემ გაიტანა.
ტურის ბოლო მატჩი კი “დინამო არენაზე“ გაიმართა. “დინამო თბილისმა“ ლანჩხუთის “გურია“ დაამარცხა და ლიდერობა განიმტკიცა.
დაწვრილებით თბილისური მატჩის შესახებ:
http://fanebi.com/uhrinis-bolo-matchi/#.UqC_RNIW1Bg
შეგახსენებთ, რომ გუშინ უმაღლესის ორი შეხვედრა გაიმართა:
მეტალურგი 0-0 დილა
ზესტაფონი 1-1 ჩიხურა