“დინამოს” ჟვანია გაუძღვება
დღეს “დინამო არენას” საპრესკონფერენციო დარბაზში დუშან უჰრინი ჟურნალისტებს შეხვდა. ჩეხი სპეციალისტი კარიერას სამშობლოში, “პლზენის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე გააგრძალებს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა რომან ფიფია, რომელმაც “დინამოს” მთავარი მწვრთნელის მოვალობის შემსრულებელიც წარადგინა. ამიერიდან თბილისელებს მალხაზ ჟვანია უხელმძღვანელებს. ახალგაზრდა სპეციალისტი ბოლო პერიოდში “დინამო 2”-ს წვრთნიდა, მანამდე კი მარტვილის “მერანში” მოღვაწეობდა.
დუშან უჰრინი: დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ რომან ფიფიას, რომელიც ყველფერს აკეთებს კლუბისთვის. უამრავი დადებითი მახსოვს აქ გატარებული პერიოდიდან. გავიცანი ბევრი ადამიანი, ახალი მეგობრები. ჩემს სამწვრთნელო კარიერაში, სწორე საქართველოში გავხდი პირველად ჩემპიონი, რაც ყოველთვის კარგ მოგონებად დარჩება. ასევე დიდი მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს. ყოველთვის ვგრძნობდი მათ მხარდაჭერას. და როგორც შევპირდი, “ტორპედოსთან” არასოდეს წამიგია.
რომან ფიფია: დიდ მადლობას ვუხდით დუშან უჰრინს და მას წარმატებები გვინდა ვუსურვოთ.
მინდა წარმოგიდგინოთ მალხაზ ჟვანია, რომელიც “დინამოს” მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი იქნება. მე დიდი იმედებს ვამყარებ ამ პიროვნებაზე. და დარწმუნებული ვარ, რომ მალხაზს აქვს თავისი ხელწერა, რაც მან არაერთხელ დაუმტკიცა ქართველ ქომაგს. როგორ “მერანში” ასევე “დინამო 2”-ში. იმედს ვიტოვებ, რომ მალხაზი გაამართლებს ჩვენს ნდობას და შემდეგშიც გააგრძელებს მუშაობას ამ პოსტზე.
“დინამოში” გაწეულმა სამუშაომ დაგვანახა, რომ ჩვენმა მიმართულებამ ის შედეგი არ გამოიღო, რასაც ჩვენ ველოდით. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გუნდი გაახალგაზრდავებისკენ წავიყვანოთ. სხვა გუნდებთან შედარებით, ჩვენ გაცილებით დიდი ბიუჯეტი გვქონდა, თუმცა არასაკმარისი კონკურენციის ფარგლებში, ამას აზრი არ ჰქონდა. ჩვენ უნდა ვეცადოთ ვიყოთ იმ წრეში, რა წრეშიც გვიწევს თამაშები. უნდა მივცეთ შესაძლებლობა ჩვენს ახალგაზრდებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ლეგიონერებზე უარს ვიტყვით. უბრალოდ, უპირატესობა ახალგაზრდებს მიენიჭებათ. სასურველია, რომ ისინი ჩვენი აკადემიის აღზრდილები იყვნენ.
გვესმის, რო შესაძლოა ეს შედეგზეც აისახოს, თუმცა ახალგაზრდამ თუ წაგება არ ნახა, ის მომავალში მოგებასაც ვერ მოგვიტანს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი მიზნები იცლვება.
მალხაზ ჟვანია: დიდი მადლობა ნდობისთვის. მზად ვარ ვემსახურო “დინამოს”, ვგრძნობ იმ პასუხისმგებლობას რაც მაკისრია. ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია ყველა დარჩენილი შეხვედრის მოგება. დანარჩენზე კი, ლაპარაკი ჯერ ადრეა.