სერიას A-ს პრევიუ
სერიას A-ს ლიდერი წარმატებული სვლის გაგრძელებას ეცდება “ბოლონიასთან”, ანტონიო კასანო კი თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ითამაშებს.
“ბოლონია” – “იუვენტუსი”
“იუვენტუსი” ერთადერთი გუნდია, რომელმაც გათამაშების ყველა ტურში შესძლო გოლის გატანა. ტურინელები დამსახურებულად ლიდერობენ სატურნირო ცხრილში. გასულ ტურში “უდინეზესთან” მოგებამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა საფეხბურთო საზოგადოება, რომ “ბებერი სენიორა” ბრძოლისუნარიანობით და მტკიცე ხასიათით გამოირჩევა.
“იუვენტუსის” გულშემატკივართა გასახარად გოლების რეგულარულად გატანა დაიწყო ფერნანო ლიორენტემ. კონტეს სწორედ ასეთი ფორვარდი სჭირდებოა სრულყოფილი გუნდის შესაქმნელად.
“ბოლონია” ნამდვილად არ არის ის ძალა, რომელსაც “იუვეს” შეჩერება შეუძლია. ტურინელები 6 მატჩია მშრალად ინახავენ საკუთარ კარს, ბოლონიელებს კი, აშკარად აქვთ პრობელმები შეტევის ხაზში რაც კიდევ უფრო ამცირებს მათ ისედაც მიზერულ შანსებს.
“რომა” – “ფიორენტინა”
“რომას” “ფრეების ვირუსი” შეეყარა. ზედიზედ ათი გამარჯვების შემდეგ “მგლებმა” 4 ფრე ითამაშეს. უკასნასკნელი შეხვედრა რუდი გარსიას შეგირდებმა ლამის წაგებით დასრულდა. თუმცა, რომაელები კევინ სტროოტმანმა გაადაარჩინა. ფეხბურთის სპეციალისტები “რომას” პრობლემების მთავარ მიზეზად ფრანჩესკო ტოტის ტრავმას ასახელებენ.
იტალიაში საკმაოდ პოპულარული გახდა მოსაზრება, რომ სწორედ “ფიორენტინაა” ის გუნდი, რომელთანაც “რომა” მიდინარე ჩემპიონატში პირველად დამარცხდება.ცალკე აღნიშვნის ღირსია ვინჩენცო მონტელას ფაქტორიც. ახალგაზრდა სპეციალისტისთვის პრინციპის საქმეა თავისი ყოფილი გუნდის დამარცხება. თუმცა სტატისტიკა აღნიშნულ წყვილში რომაელთა მხარეს არის. ამ გუნდების უკანასკნელ 14 რომაულ შეხვედრაში “ფიორენტინამ” მხოლოდ ერთხელ მოახერხა “რომას” დამარცხება და ერთი შეხვედრაც ფრედ დასრულდა.
“ინტერი” – “პარმა”
ნეაპოლში სენსაციური გამარჯვების შემდეგ, “პარმამ” საკუტარ მოედანზე “ბოლონიას” ვერ მოუგო. მაგრამ ღირსშესანიშნავი ფაქტი ამ შეხვედრაში მაინც მოხდა. ანტონიო კასანომ თავისი მეასე გოლი გაიტანა სერია A-ში. ფორვარდმა აშკარად მოუმატა და თითქმის დაეწია თავის შარშანდელ მაჩვენებელს. შეგახსენებთ, რომ კასანომ გასულ სეზონში 7 გოლის გატანა მოახერხე, წელს კი უკვე ექვსჯერ დალაშქრა მოწინააღმდეგეთა კარი.
“ინტერი” კი “რომას” მსგავსად ფრეების თამაში გაერთო. ვალტერ მაცარის თქმის, ეს სათანადო კონცენტრაციის არქონის ბრალია უნდა იყოს. ჯერ-ჯერ-ჯერობით, აღნიშნული პრობლემა მილანურ კლუბში, მოუგვარებელი რჩება.
06/12/13
ბოლონია – იუვენტუსი
07/12/13
ლივორნო – მილანი
ნაპოლი – უდინეზე
08/12/13
რომა – ფიორენტინა
კალიარი – ჯენოა
ვერონა – ატალანტა
სამპდორია – კატანია
სასულო – კიევო
ტორინო – ლაციო
ინტერი – პარმა