ვან პერსი „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვებას აპირებს?
შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიის ნაკრების თავდამსხმელი რობინ ვან პერსი „მანჩესტერ იუნაიტედის“ რიგებში 2012 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადაბარგდა და თავის სადებიუტო სეზონში სერ ალექს ფერგუსონის გუნდის მაისურით ინგლისის ჩემპიონი გახდა. თუმცა, გუნდის თავკაცის შეცვლის შემდეგ, „წითელი ეშმაკების“ თამაში არც თუ ისე შედეგიანია.
როგორც ჩანს, მოვლენების ასეთი განვითარება 30 წლის ბომბარდის არ აწყობს. გუშინ ВВС-ის ერთ-ერთმა ექსპერტმა მარკ ლოურენსონმა განაცხადა, რომ ვან პერსი სამუშაო ადგილის შეცვლაზე ფიქრობს. ამის შესახებ ბრიტანელ ანალიტიკოსს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა უამბო, რომელიც მანჩესტერ კლუბთან არის დაახლოებული.
ცნობისთვის, ბოლო მატჩებში ვან პერსი ტრავმის გამო არ თამაშობდა. დიდი ალბათობით, იგი „ნიუკალთან“ დღევანდელ შეხვედრასაც გამოტოვებს.
აქვე გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც ლოურენსის ირლანდიურ რადიოსთან მიცემული ინტერვიუს მოსმენა შეგიძლიათ: