“დილა” სამეულშია
ტურის ცენტრალური შეხვედრა გორში გაიმართა, სადაც ადგილობრივი “დილა“ “ზესტაფონს“ მასპინძლობდა. მატჩი გორელების შეტევებით დაიწყო, თუმცა ზესტაფონელებმა მალევე გამოასწორეს თამაში. პირველი ნახევარში ძირითადად ბურთისთვის ბრძოლა მიდიოდა მოედნის ცენტრალურ ნაწილში. პირველი სახიფათო მომენტი მასპინძებმა შექმნეს. 22-ე მოდებაძის თავით დარტყმული “ზესტაფონის“ მეკარე, როინ კვასხვაძემ ფეხით მოიგერია. 29-ე წუთზე კი გოლის დროს დადგა. სტუმრებმა საჯარიმოს სიახლოვეს სტანდარტის უფლება მოიპოვეს. ჩაწოდების შემდეგ საჯარიმოში შექმნილი არეულობით კაჭკაჭიშვილმა ისარგებლა და ახლო მანძლიდან გაიტანა ბურთი ნუკრი რევიშვილის კარში – 0:1. პირველ ნახევარში სურათი აღარ შეცვლილა.
მეორე ტაიმში, მოედანზე სულ სხვა “დილა“ ვიხილეთ. მატჩის ბედი შეცვლაზე შემოსულმა ქვილითაიამ გადაწყვიტა. “დილამ“ მეორე ნახევრის საწყისი წუთბიდან მოუმატა თამაშს, რამაც შედეგი 58-ე წუთზე გამოიღო. ქვილითაიამ ლამაზი მოძრაობით მოიცილა მცველი და კვასხვაძეს შორეულ კუთხეში გაუტანა – 1:1. სულ რაღაც 4 წუთში გორელები უკვე იგებდნენ. დოლიძის კარგ ჩაწოდებას შეტევაში ჩართული თეიმურაზ ღონღაძე გამოეხმაურა და თავით საკმაოდ ლამაზი გოლიც გაიტანა – 2:1.
“ზესტაფონმა“ თამაშის გადარჩენა სცადა და დიდი ძალებით წავიდა შეტევაში, თუმცა 93-ე წუთზე იმერლებს კონტრშეტევა გამოეპარათ და გიორგი ქვილითაიამ დუბლი გაიფორმა – 3:1.
ამ გამარჯვებამ “დილა” სამეულში შეიყვანა. თუმცა ხვალ გასამართი მატჩების შემდეგ, სიტუაცია შეიძება შეიცვალოს.
„დილა“: რევიშვილი, ღონღაძე, ხიზანეიშვილი, კვახაძე, თომაშვილი, გურული (ქვილითაია 46’), ბოლქვაძე, მაისურაძ, დოლიძე, გორელიშვილი (სადაღაშვილი 72’), მოდებაძე (გოგინაშვილი 90’).
“ზესტაფონი“: კვასხვაძე, თორნიკა გრიგალაშვილი, კაჭკაჭიშვილი, თედორე გრიგალაშვილი, გაგოშიძე, ნაემეკა აჯურუ (გიორგი ადამია 70’), შარიქაძე, ჭანკოტაძე (სარდალიშვილი 61’), ჭანტურიშვილი, გურული (კუტალია 86’), ლობია.
გოლები: 0:1 კაჭკაჭიშვილი 29’ ; 1:1 ქვილითაია 58; 2:1 ღონღაძე 62’ ; 3:1 ქვილითაია 90+3’