არასრული ტური და ჟვანიას წარმატებული დებიუტი
დღეს საქართველოს ქალაქებში ეროვნული ჩემპიონატის მატჩები გაიმართა. თუმცა, მეთექვსმეტე ტური სრულად არ შედგა. თოვლის გამო ორი შეხვედრა გადაიდო. უამინდობამ ხელი ქუთაისში გასამართ “ჩიხურასა” და “მერანის” დაპირისპირება გადადო. გუნდები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე აღნიშნულ შეხვედრას 11 დეკემბერს, “მცხეთა” პარკზე გამართავენ. ხოლო მეორე გადადებული შეხვედრა “გურია” – “ტორპედოა”.
ჟვანიას წარმატებული დებიუტი
ანაკლიაში გამართული “ზუგდიდი” – “დინამო” თბილისელების გამარჯვებით დასრულდა. სტუმრება 3-0 მოიგეს და სამივე გოლი ლეგიონერების ანგარიშზეა. ანგარიში მეცხრე წუთზე ჩისკო მინიოსმა გახსნა. მეორე გოლი დორინ გოგას ანგარიშზეა. რუმინელმა შედეგიანი დარტყმა 32-ე წუთზე შესრულა, ხოლო უკანასკნელი გოლი 81-ე წუთზე დარკო გლიშიჩის ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ თბილისელები 69-ე წუთიდან კაცნაკლულები იყვნენ. წითელი ბარათი გიორგი გველესიანმა მიიღო.
მეტალურგის მოულოდნელი მარცხი
ტურს მოულოდნელი შედეგის გარეშე არ ჩაუბლია. “მიხეილ მესხზე” ცხინვალის “სპარტაკმა” რუსთავის “მეტალურგი” დაამარცხა, რომელიც უკვე მე-10 წუთზე რიცხობრივ უმცირესობაში აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, რუსთაველები მთელი მატჩი იბრძდნენ და მხოლოდ 87-ე წუთზე გაუშვეს პირველი გოლი, რომელიც დავით გელაშვილის ანგარიშზეა. 90-ე წუთზე “სპარტაკის” უპირატესობა თორნიკა თუხარელმა გაზარდა.
ლოგიკური ფრე მცხეთაში
“მცხეთა პარკზე” ერთმანეთს ცხრილის შუა ნაწილში მყოფი გუნდები დაუპირისპირდნენ. “ვიტ ჯორჯიასა” და “სიონის” შეხვედრა, საკმაოდ მოსაწყენი და ნელ ტემპში მიმდინარე თამაში ლოგიკური შედეგით, ნულოვანი ფრით დასრულდა.
ტურის შედეგები:
დილა 3-1 ზესტაფონი
ზუგდიდი 0-3 დინამო
სპარტაკი 2-0 მეტალურგი
ვიტ ჯორჯია – სიონი
გადაიდო:
ჩიხურა – მერანი
გურია – ტორპედო