ჩემპიონთა ლიგის მიმოხილვა
გუშინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა. გთავაზობთ მატჩების მიმოხილვას.
იტალიის ერთადერთი წარმომადგენელი
პლეი-ოფში სერია A-ს წარმომადგენლებიდან მხოლოდ “მილანი” ითამაშებს. მილანელებმა უკანასკნელ ტურში “აიაქსს” უმასპინძლეს და ნულოვანი ფრის წყალობით გავიდნენ შემდეგ ეტაპზე. აღსანიშნავია, რომ მასპინძები 22-ე წუთზე 10 კაცით დარჩნენ. წითელი ბარათი მონტოლივომ მიიღო. შეხვედრის დარჩენილი წუთები “აიაქსის” ტერიტორიული უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა აბიატისა და ბალოტელის კარგი თამაშის წყალობით “მილანი” ჩემპიონთა ლიგაში რჩება.
კიდევ ერთი იტალიური კლუბი, “ნაპოლი” ლონდონის “არსენალს” მასპინძლობდა. მიუხედავად დამაჯერებელი მოგებისა (2:0), “ნაპოლი” ევროპის ლიგაზე გააგრძელებს ასპარეზობას. “არსენალთან” ერთად ჯგუფიდან დორტმუნდის “ბორუსია” გავიდა.
“იუვეს” ამბევი კი უკვე ყველამ კარგად იცის…
“ჩელსის” პირველი ადგილის, რუსული იღბალი და ნეიმარის ბენეფისი
დამაჯერებლად განვლო ჯგუფური ეტაპი ლონდონის “ჩელსიმ” და დამსახურებული პირველი ადგილიც დაიკავა. უკანასკნელ ტურში ლონდონელებმა მოკრძალებული ანგარიშით დაამარცხეს ბუქარესტის “სტიაუა” (1:0), თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნა პირველი პოზიციისათვის. “არისტოკრატებთან” ერთად E ჯგუფიდან გელზენკირხენის “შალკეც” გავიდა. გერმანელებმა ბაზელს სძლიეს და შვეიცარული კლუბი ევროპა ლიგაზე გაუშვეს.
პლეი ოფში ერთ პოსტ-საბჭური კლუბიც იქნება, სანკტ-პეტერბურგის ზენიტის სახით. მიუხედავად ამაზრზენი თამაშისა და ლიგის ერთ-ერთ უსუსტეს გუნდთან ვენის “აუსტრიასთან” გამანადგურებელი მარცხისა (4:1), პეტერბურგელები მაინც გავიდნენ შემდეგ ეტაპზე. ეს დიდწილად მადრიდის “ატლეტიკოს” დამსახურებაა. ესპანელებმა “ზენიტის” უშუალო კონკურენტის, “პორტოს” დამარცხება შესძლეს და რუსები პლეი-ოფში გაიყოლეს.
სანახაობრივი მატჩი გაიმართა “ნოუ კამპზე”. “ბარსელონამ” გლაზგოს “სელტიკს” უმასპინძლა და ფორმალობად ქცეულ მატჩში სტუმრები არ დაინდო. მასპინძლებმა 6-1 გაიმარჯვეს. მესის არყოფნაში ლიდერობა ბრაზილიელმა ნეიმარმა იტვირთა და 14 წუთიან ინტერვალში შესძლო ჰეტ-ტრიკის შესრულება. “ბარსა” ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა.
10 დეკემბერი, სამშაბათი
მანჩესტერი 1-0 შახტარი
გოლი: ჯოუნსი 67′
სოსიედადი 0-1 ლევერკუზენი
გოლი: ტოპრაკი 49′
გალათასარაი 1-0 იუვენტუსი
გოლი: სნეიდერი 85′
კოპენჰაგენი 0-2 რეალი
გოლები: მოდრიჩი 25′, რონალდუ 48′
ბენფიკა 2-1 პსჟ
გოლები: კავანი 37′ (0:1); ლიმა 45′ (1:1); გაიტანი 58′ (2:1)
ოლიმპიაკოსი 3-1 ანდერლეხტი
გოლები: სავიოლა 33′ (1:0); კლიეშტანი 39′ (1:1); სავიოლა 58′ (2:1); დომინგესი 90′ (3:1)
ბაიერნი – მანჩესტერ სიტი
გოლები: მიულერი 5′ (1:0); გიოტცე 12′ (2:0); დავიდ სილვა 28′ (2:1); კოლაროვი 59′ (2:2); მილნერი 62′ (2:3)
ვიქტორია პლზენი 2-1 ცსკა მოსკოვი
გოლები: მუსა 65′ (0:1); კოლარი 76′ (1:1); ვაგნერი 90′ (2:1)
11 დეკემბერი, ოთხშაბათი
შალკე 2-0 ბაზელი
გოლები: დრაქსლერი 51′ ; მატიპი 57′
ჩელსი 1-0 სტიაუა
გოლი: დემბა ბა 10′
მარსელი 1-2 ბორუსია
გოლები: ლევანდოვსკი 4′ (0:1); დიავარა 14′ (1:1); გროსკროიტცი 87′ (1:2)
ნაპოლი 2-0 არსენალი
გოლები: იგუაინი 73′ ; ხოსე კალიეხონი 90′
აუსტია 4-1 ზენიტი
გოლები: კერჟაკოვი 35′ (0:1); ჰოსინერი 44′ (1:1); ჯუნი 48′ (2:1); ჰოსინერი 51′ (3:1); კიენასტი 90′ (4:1)
ატლეტიკო 2-0 პორტო
გოლები: რაულ გარსია 14′ ; დიეგო კოსტა 37′
ბარსელონა 6-1 სელტიკი
გოლები: პიკე 7′ (1:0); პედრო 39′ (2:0); ნეიმარი 44′ ; 48′ ; 58′ (5:0); ტელიო 72′ (6:0); სამარასი 88′ (6:1)
მილანი 0-0 აიაქსი
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის წილისყრა 16 დეკემბერს გაიმართება.