ევროპა ლიგა – მიმოხილვა
გუშინ ევროპის ქალაქებში ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელი ტურის მატჩები გაიმართა. ჩვენი საიტი გთავაზობთ გამორჩეული შეხვედრების მიმოხილვას.
გამარჯვების ტოლფასე ფრე რომში
რომში გამართული ლაციო-ტრაბზონსპორი უგოლუ ფრით დასრულდა. ამ შედეგმა “ტრაბზონსპორი” ჯგუფში პირველ ადგილზე გაიყვანა, რაც შემდეგ ეტაპზე აპრიორი შედარებით სუსტი მეტოქის გარანტიას იძლევა. რომაული კლუბისთვის ეს შედეგი კატასტროფული ნამდვილად არ ყოფილა, “ლაციო” შემდეგ ეტაპზე გავიდა. თუმცა ფაქტია, რომ იტალიურ კლუბში რაღაც პრობლემებია.
კიევი შემდეგ ეტაპზეა
მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა უშუალო კონკურენტთან მატჩში კიევის “დინამომ”. “ოლიმპისკიზე” გამართულ შეხვედრაში, კიეველები ვენის “რაპიდს” დაუპირისპირდნენ. მიუხედავად შოკისმოგვრელი სტარტისა, მასპინძებმა შესძლეს შეხვედრაში გარდატხის შეტანა, მეტოქის დამარცხება და შემდეგ ეტაპზე გასვლა. “დინამოს” მწვერთნელმა, ოლგებ ბლოხინმა კი, დროებით მაინც შესძლო თანამდებობის შენარჩუნება.
მატჩი ავსტირელების შეტევებით დაიწყო და უკვე მე-6 წუთზე “რაპიდი” ბოიდის გოლით დაწინაურდა. კიეველებმა პირველი ტაიმის შუაში გამოფხიზლდნენ და 6 წუთის ინტერვალში ორი გოლი გაიტანეს. 22-ე წუთზე ლენსმა გაიტანა, ხოლო 28-ზე იდეიეს გადაცემით გუსევმა დააწინაურა მასპინძლები. ამას მეორე ტაიმში მიგელ ველოზოს გოლიც მოჰყვა და საბოლოოდ – 3:1 და კიევის “დინამო” პლეი-ოფშია.
კიდევ ერთი დუელი
ჯგუფის პირველადგილოსნის ბედი საბერძნეთშიც წყდებოდა, სადაც ერთმანეთს პაოკი და ალკმაარი დაუპირისპირდნენ. მატჩი დაძაბულ ბრძოლაშ წარიმართა და საბოლოო ჯამში ფრედ – 2:2 დასრულდა, რაც იმას ნიშნავს რომ ამ ჯგუფში პირველი ადგილიდან “ალკმაარი” გავიდა. შეხვედრაში ანგარიში სტუმრება 31-ე წუთზე გახსნეს ლამის გოლით, თუმცა სულ რაღაც 6 წუთში ლუკასმა პენალტი ზუსტად შეასრულა – 1:1. მეორე ტაიმში პენალტის შესრულების უფლება “ალკმაარმა” მიიღო და 71-ე წუთზე სტუმრები კვლავ დაწინაურდნენ. საბოლოო ანგარიშ 90-ე წუთზე პოზოღლუმ დააფიქსირა.
ვალენსია 1-1 ყუბანი
გოლები: ალკასერი 67′ (1:0); მელგარეხო 84′ (1:1)
სენტ გალენი 1-0 სუონსი
გოლი: მათისი 80′
დინამო ზაგრები 1-2 ლუდოგორეცი
გოლები: დანი აბალო 27′ (0:1); ჩოპი 45′ (1:1); ბეზიაკი 72′ (1:2)
პსვ 0-1 ჩერნომორეცი ოდესა
გოლი: ჯა ჯეჯე 59′
ზალცბურგი 3-0 ესბიერგი
გოლები: მანე 19′ ; კამპლი 58′ ; მანე 63′
სანდარტი 1-3 ელფსბორგი
გოლები: მბომბო 31′ (1:0); ნილსონი 41′ ; 46′ (1:2); ბეკმანი 52′ (1:3)
ზულტე ვარეგემი 0-2 რუბინი
გოლები: ნაჩო 79′ ; რონდონი 85′
მარიბორი 2-1 უიგანი
გოლები: ხორდი გომესი 41′ (0:1); მეზგა 43′ (1:1); ფილიპოვიჩი 59′ (2:1)
ფიორენტინა 2-1 დნიპრო
გოლები: კონოპლიანკა 13′ (0:1); ხოაკინი 42′ (1:1); კუადრადო 77′ (2:1)
პანდური 0-0 პასოშ ფერეირა
აინტრახტი 2-0 აპოელი
გოლები: შროკი 67′; ჯაკპა 77′
მაკაბი თელავივი 1-0 ბორდო
გოლი: ზაჰავი 74′
დინამო კიევი – რაპიდი ვენა
გოლები: ბოიდი 6′ (0:1); ლენსი 22′ (1:1); გუსევი 28′ (2:1); მიგელ ველოზო 70′ (3:1)
თუნი 0-1 გენკი
გოლი: ვოსენი 31′
ფრაიბურგი 0-2 სევილია
გოლები: იბორა 39′ ; რუსესკუ 90′
ეშტორილი 1-2 სლოვან ლიბერეცი
გოლები: შურალი 18′ (0:1); რაბუშიჩი 70′ (0:2); სება 82′ (1:2)
ბეტისი 0-0 რიეკა
ვიტორია გიმარაეში 1-2 ლიონი
გოლები: ტომანე 11′ (1:0); გომისი 62′ (1:1); ფერი 65′ (2:1)
აპოლონი 0-2 ლეგია
გოლები: იოდლოვეცი 8′ (0:1); ბრზისკი 63′ (0:2)
ლაციო 0-0 ტრაბზონსპორი
შერიფი 2-0 ტრომსო
გოლები: კადუ 4′ ; ისა 36′
ტოტენჰემი 4-1 ანჟი
გოლები: სოლდადო 7′; 16′ (2:0); ევერტონი 44′ (2:1); ჰოლტბი 54′ (3:1); სოლდადო 70′ (4:1)
პაოკი 2-2 ალკმაარი
გოლები: ლამი 31′ (0:1); ლუკასი 37′ (1:1); გორტერი 71′ (1:2); პოზოღლუ 90′ (2:2)
მაკაბი ჰაიფა 2-1 ყარაგანდის შახტიორი
გოლები: კანიასი 44′ (0:1); გოზიანი 72′ (1:1); აბუჰატზირა 80′ (2:1)