იოზილმა მოიბოდიშა
ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა სოციალური ქსელის მეშვეობით კლუბის ქომაგებს მოუბოდიშა. ინგლისის პრემიერლიგის მე-16 ტურში „მანჩესტერ სიტისთან“ გამართული მატჩის (3:6) შემდეგ 25-წლის გერმანელმა ნახევარმცველმა ლონდონური კლუბის გულშემატკივრებს აპლოდისმენტები არ დაუკრა, რის გამოც თანამემამულე პერ მერტეზაკერისგან შენიშვნაც დაიმსახურა.
„ბოდიშს ვიხდი იმისთვის, რომ მატჩის შემდეგ გულშემატკივრებს მადლობა არ გადავუხადე.
ჩემთან შესანიშნავი ურთიერთობა გაქვთ და ვიცი, რომ გრძელი გზა გამოიარეთ და ბევრი ფულიც დახარჯეთ იმისთვის, რომ ჩვენთვის გექომაგათ. დაფიქსირებული შედეგით იმედგაცრუებული ვიყავი და ვიცი, რომ თქვენთან მადლობის გადასახდელად მაინც უნდა მოვსულიყავი. ვიცი, რომ ეს „არსენალის“ განსაკუთრებული ტრადიციაა და მნიშვნელობა არ აქვს, მოვიგებთ, ფრედ ვითამაშებთ თუ დავმარცხდებით“, – ნათქვამია იოზილის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ბექა დოგრაშვილი