ბუნდესლიგის მიმოხილვა
“ბაიერნი” წელიწადს დაუმარცხებლად ასრულებს, “ფოლფსბურგი” ჩემპიონთა ლიგას უახლოვდება.
წელიწადი მარცხის გარეშე
უნიკალური შედეგი დაამყარა მიუნხენის “ბაიერნმა”. 2013 წელს გუნდს არცერთი თამაში არ წაუგია ბუნდესლიგაში. ჩემპიონთა ლიგაში კი, მიუნხენელებმა მხოლოდ ორი მატჩი წააგეს “არსენალთან” და “სიტისთან”. გვარდიოლას გუნდის სათამაშო ფორმიდან გამომდინარე, უცნაური იქნებოდა იმაზე ფიქრი, რომ “ბაიერნი” ჰამბურგთან დაკარგავდა ქულებს. და ეს არც მოხდა. გვარდიოლამ მატჩამდე განაცხადა, რომ თავის მოთამაშეებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას მიმართა, რათა ამ მატჩისთვის მოტივაცია ამაღლებულიყო. ესპანელი სპეციალისტის თქმით, შარშანდელი “ბაიერნი”, რომელსაც იუპ ჰაინკესი წვრთნიდა, ევროპის საუკეთესო გუნდი იყო.
საბოლოო ჯამში მიუნხენელებმა დაგეგმილი სამი ქულა მოიპოვეს და “ჰამბურგი” იოლად დაამარცხეს – 3:1. ეს “ბაიერნის” უკანასკნელი მატჩი იყო 2013 წელს ბუნდესლიგი ეგიდით. გუნდი საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრება.
მხიარული შეხვედრა
“ჰოფენჰაიმის” ყოველი მატჩი მხიარულობის გარანტია. და თუ “სოფლელები” დორტმუნდის “ბორუსიას” ხვდებიან – ეს ნამდვილი შოუ იქნება. მარკუს გიძოლის გუნდი დაცვასთან საერთოდ არ მეგობრობს, იურგენ კლოპს კი ძირითადში 18 წლის მცველი ზარი, პენსიონერი ფრიდრიხი და არც თუ ისე შორეულ წარსულში ტრავმირებული პიშეკი ყავდა.
“ბორუსია” ამ მატჩშიც აგრძელებდა მომენტები განიავებას, რაც მათ ძვირად დაუჯდათ. ჰოფენჰაიმი ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ. მასპინძელთა რიგებიდან თავი შიპლოკმა და ვოლანდმა გამოიჩინეს. თუმცა ტაიმის უკანასკნელ წუთზე აუბამეიანგმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა – 2:1.
მეორე ნახევარი სტუმრების იყო. სრული უპირატესობა, უამრავი მომენტი და მხოლოდ ერთი გოლი, რომლის ავტორი ლუკაშ პიშჩეკი გახდა.
მგლები წინ მიიწევენ
“ბორუსიას” წაფორხილებით “ფოლფსბურგმა” ისარგებლა. დიტერ ჰეკინგის გუნდი მერვე ტურიდან არ აგებს, ამჯერად მათი მსხვერპლი “შტუტგარტი” გახდა. აღნიშნულ გამარჯვებაში დიდი წვლილი ბრაზილიურ დუეტსა, დიეგოს და ლუის გუსტავოს მიუძღვით.
დიეგომ გოლი გაიტანა და თავისი თამაშით “ვერდერის პერიოდი” გაახსენა გულშემატკივარს. გუსტავო კი, მოედნის ცენტრში შეუდარებელი იყო.
მგომარეობა დაიძაბა როდესაც ვერნერმა მეორე ტაიმში ანგარიშში ცხვაობა შეამცირა. თუმცა პერიშიჩმა მესამე გოლი გაიტანა და მასპინძლებმა 3-1 მოიგეს.
13/12/13
ჰერტა 3-2 ვერდერი
გოლები: პეტერსენი 15′ (0:1); რამოსი 17′ (1:1); რამოსი 26′ (2:1); ჰანტი 32′ (2:2); რონი 48′ (3:2).
14/12/13
ბაიერნი 3-1 ჰამბურგი
გოლები: მანჯუკიჩი 42′ (1:0); გიოტცე 52′ (2:0); პასოგა 87′ (2:1); შაქირი 90′ (3:1)
ჰანოვერი 3-3 ნიურნბერგი
გოლები: ჰლუშეკი 30′ (0:1); დრმიჩი 38′ (0:2); ნილსონი 41′ (0:3); ბიტენკორტი 60′ (1:3); დიფი 87′, 90′ (3:3)
ჰოფენჰაიმი 2-2 ბორუსია
გოლები: შიპლოკი 17′ (1:0); ვოლანდი 37′ (2:0); ობამეიანგი 44′ (2:1); პიშჩეკი 67′ (2:2)
მაინცი 0-0 გლადბახი
აუგსბურგი 4-1 ბრაუნშვაიგი
გოლები: ვერჰეგი 23′ (1:0); ჰანი 30′, 33′ (3:0); ოერლი 48′ (3:1); ჰალილ ალტინტოპი 75′ (4:1)
ვოლფსბურგი 3-1 შტუტგარტი
გოლები: როდრიგესი 38′ (1:0); დიეგო 53′ (2:0); ვერნერი 57′ (2:1); პერიშიჩი 78′ (3:1)
15/12/13
შალკე 2-0 ფრაიბურგი
გოლები: ჰოფლერი 44′ (1:0 ს.კ.); ფარფანი 67′ (2:0)
ლევერკუზენი 0-1 აინტრახტი
გოლი: რუსი 61′