WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (135310) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

სერია А-ს მიმოხილვა

თარიღი: დეკემბერი 17, 2013

“იუვენტუსის” ახალი რეკორდი, ტევესის ჰეტ-ტრიკი და ტოტის უიღბლო დაბრუნება სერია ა-ს პრევიუში. 

ტურინული მშრალი

8 გამარჯვება, 19 გატანილი და არცერთი მიღებული ბურთი – ასეთია “იუვეს” სტატისტიკა იტალიის ჩემპიონატის უკანასკნელ რვა ტურში, რაც ლიგის რეკორდია. გასულ უიკენდზე ანტონიო კონტეს შეგირდებმა “სასულო” გაანადგურეს (4:0), რამაც გარკვეულ წილად “გალათასარაისთან” მარცხიც დაავიწყა ტურინელებს. დიდი წვლილი გამაჯვებაში კარლოს ტევესს მიუძღვის. არგენტინელმა “იუვეს” მაისურით პირველი ჰეთ-ტრიკი შეასრულა.

“ძალიან დათრგუნულები ვართ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის გამო, მაგრამ ეს ჩვენთვის დამატებითი სტიმულია სერია – ა-ში წარმატების მისაღწევათ” – განაცხადა კონტემ მატჩის შემდეგ.

შოუ “სან-პაოლოზე”

“ნაპოლისა” და “ინტერის” შეხვედრა ნამდვილი საფეხბურთო სპექტაკლი იყო. ტურის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა რაფაელ ბენიტესის გუნდის გამარჯვებით დასრულდა (4:2).

ინტერის მთავარი მწვრთნელი, ვალტერ მაცარი საკუთარი გუნდის მარცხს მსაჯთა შეცდომებს აბრალებდა. სტუმრები 71-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 3-2 იყო, 10 კაცით დარჩნენ. წითელი ბარათი ალვარესმა მიიღო.
თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ “ნაპოლი” მთელი შეხვედრის განმავლობაში უეთესად გამოიყურებოდა. და რომ არა 92-ე წუთზე, ჰანდანოვიჩის მოგერიებული პენალტი, ანგარიში უფრო დიდი იქნებოდა.

ეს “ინტერის” მეორე მარცხია მიმდინარე სეოზნში. მილანური კლუბი მეხუთე პოზიციაზე ჩამოქვეითდა.

კაპიტანმაც ვერ უშველა

ითამაშებდა თუ არა ტოტი “მილანთან” ეს მთავარი კითხვა იყო მატჩის წინ. “რომა” იმპერატორთან ერთად და მის გარეშე სხვადასხვა გუნდებია. ეს მატჩისწინა პრესკონცერენციაზე მასიმილიანი ალეგრიმაც დაადასტურა. მისი აზრთი “მილანისთვის”  უკეთესი ინქებოდა, რომ ფრანჩესკოს არ ეთამაშა.
საბოლოოდ ტოტიმ ითამაშა, ტუმცა ალეგრისთვის საბედნიეროდ, “იმპერატორმა” მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო.

პირველ წუთებზე გუნდები ფრხილობდნენ. სტუმრები ცდილობდნენ “მილანის” დაცვის გარღვევას, თუმცა ამას განსაკუთრებული ფანატიზმის გარეშე აკეთებდნენ. როგორც ჩანს, მთავარი ამოცანა საკუთარი კარის უსაფრთხოება იყო. თუმცა, სტუმრების ტაქტიკა მატჩის დებიუტში მომგებიანი აღმოჩნდა და უკვე მე-13 წუთზე სტუმრები დესტროს გოლით დაწინაურდნენ.

მილანს გონს მოსასველად დაახლოებით 15 წუთი დასჭირდა. 30-ე წუთზე ანგარიში საპატამ გაათანაბრა – 1:1.

მეორე ნახევარი გაბრიელის შეცდომით დაიწყო. “მილანის” ახალგაზრდა მეკარემ 52-ე წუთზე საჯარიმოში თამაშის წესი დაარღვია. პენალტი ზუსტად სტროორმანმა შეასრულა – 1:2.

გატანილი გოლის შემდეგ, “რომამ” ინიციატივა დათმო და მეორე ნომრად არჩია თამაში. 64-ე წუთზე კი მოედანზე ფრანჩესკო ტოტი დაბრუნდა. თუმცა, რომაელებმა ამ მოვლენის გამარჯვებით აღნიშვნა ვერ მოახერხეს. 77-ე წუთზე მუნტარიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:2.

 

14/12/13

კატანია 0-0 ვერონა

15/12/13

კიევო 0-1 სამპდორია

გოლი: ედერი 16′

ფიორენტინა 3-0 ბოლონია

გოლები: ილიჩიჩი 13′ , ბორხა ვალერო 30′ , როსი 64′

ჯენოა 1-1 ატალანტა

გოლები: ბერტოლაჩი 72′ (1:0); დე ლუკა 90′ (1:1)

ლაციო 2-0 ლივორნო

გოლები: კლოზე 19′ , 26′

პარმა 0-0 კალიარი

უდინეზე 0-2 ტორინო

გოლები: ფარნერუდი 48′ ; იმმობილე 75′ 

იუვენტუსი 4-0 სასულო

გოლები: ტევესი 15′ ; პელუსო 28′ ; ტევესი 45′ ; ტევესი 68′ 

ნაპოლი 4-2 ინტერი

გოლები: იგუაინი 9′ (1:0); კამბიასო 35′ (1:1); მერტენს 39′ (2:1); ჯემაილი 41′ (3:1); ნაგამოტო 45′ (3:2); ხოსე კალიეხონი 81′ (4:2)

16/12/13

მილანი 2-2 რომა

გოლები: დესტრო 13′ (0:1); საპატა 30′ (1:1); სტროორმანი 52′ (1:2); მუნტარი 77′ (2:2)

 



მსგავსი სიახლეები