უმაღლესი ლიგის პრევიუ
დღეს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეთვრამეტე ტური აიღებს სტარტს.
8 დეკემბერი, ანაკლია14:00
„ზუგდიდი“ ზუგდიდი – „მეტალურგი“ რუსთავი
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1157
გასულ ტურში მოპოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ დარასელიას გუნდი საკუთარ მოედანზე რუსტავის “მეტალურგს” მიიღებს. გუნდებს მიმდინარე ჩემპიონატში განსხვავებული მიზნები აქვთ, თუმცა როდესაც ყოველ ქულას ოქროს ფასი აქვს, ნამდვილი ბროძლა იწყება. პირველი წრის მატჩი ამ გუნდებს შორის რუსთაველთა მინიმალური გამარჯვებით დასრულდა.
18 დეკემბერი.„ჩელე არენა“, 14:00
„გურია“ ლანჩხუთი – „ზესტაფონი“ ზესტაფონი
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1158
ლანჩხუთელები მორიგ საშინაო შეხვედრას ატარებენ “ჩელე არენაზე”. ამჯერად გურულები “ზესტაფონს” მიიღებენ. გასულ ტურში ნომინალურმა მასპინძლებმა საკმაოდ სუსტი ცუდი მატჩი ჩაატარეს რუსთავში და დამსახურებულადაც დამარცხდნენ (3:1). “ზესტაფონს” კი მცირე პაუზა გამოუვიდა. წინა ტურის შეხვედრა, რომელშიც იმერლებს ცხინვალის “სპარტაკი” უნდა მიეღოთ, უამინდობის გამო გადაიდო. პირველი წრის მატჩი ზესტაფონელთა გამარჯვებით დასრულდა – 1:0.
19 დეკემბერი, რუსთავი, „ფოლადი“, 14:00
„სპარტაკი“ ცხინვალი – „დილა“ გორი
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1159
რთული მეტოქესთან შეხვედრისათვის “სპარტაკს” დიდი დრო ჰქონდა. როგორც ზემოთ უკვე ვთქვით, წინა ტურში “ზესტაფონი” – “სპარტაკის” თამაში გადაიდო. “დილამ” კი, “ჩიხურასთან” დიდი ენერგია დახარჯა, თუმცა შეხვედრის მოგება მაინც ვერ შესძლო. სამაგიეროდ გორელებს დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები უბრუნდებიან. “დილას” დაცვის ცენტრს კვლავ კვახაძე-ხიზანეიშვილი გაამაგრებენ. პირველი წრის შეხვედრა “დილამ” 3-1 მოიგო. ერთმანეთის წინააღმდეგ ჩატარებული 13 შეხვედრიდან 7 გორელებმა მოიგეს, 3 “სპარტაკმა” და ასევე 3-ჯერ გუნდებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს.
19 დეკემბერი, სამტრედია, ეროსი მანჯგალაძე, 14:00
„მერანი“ მარტვილი – „დინამო“ თბილისი
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1161
მალხაზ ჟვანია თავის ყოფილ გუნდს დაუპირისპირდება. იმ გუნდს, რომელიც ფაქტობრივად თვითონ შექმნა, და რომელმაც ის მწვრთნელად ჩამოაყალიბა. გასულ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, “დინამოელებს” აუცილებლად სჭირდებათ გამარჯვება. თუმცა, თუ აუცილებლობაზე მიდგა საქმე, ქულების მოგროვება მარტვილელებსაც სჭირდებად. გუნდი კრიზისიდან გამოსვლას ვერ ახერხებს და უკვე გასავარდნ ზონაშიც დაეშვა. ამ გუნდების უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც “დინამო არენაზე” გაიმართა, თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა – 4-2. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ მატჩის შემდეგ დატოვა მალხაზ ჟვანიამ მარტვილის “მერანის” მთავარი მწვრთნელის პოსტი და “დინამო-2”-ში გადავიდა სამუშაოდ.
19 დეკემბერი, გორი, თენგიზ ბურჯანაძე, 14:00
„ჩიხურა“ საჩხერე – „სიონი“ ბოლნისი
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1160
მეთვრამეტე ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დაპირისპირება ნეიტრალურ მოედანზე, გორში გაიმართება. ორივე გუნდი საკმაოდ კარგ სათამაშო ფორმაში იმყოფება. ვნახოთ რომელი შეწყვეტს დაუმარცხელ სერიას. პირველი წრის მატჩი, ფრედ 2-2 დასრულდა. სულ “ჩიხურასა” და “სიონს” ერთმანეთის წინააღმდეგ 11 შეხვედრა აქვთ ჩატარებული. აქედან 4 საჩხერელებმა მოიგეს, 5 ბოლნისელებმა 2-ჯერ კი, შეხვედრები ფრედ დასრულდა.
19 დეკემბერი, მცხეთა, „მცხეთა პარკი“, 14:00
„ვიტ ჯორჯია“ თბილისი – „ტორპედო“ ქუთაისი
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1162
გასულ ტურში მთავარ სენსაციის შემოქმედი, თბილისი “ვიტ ჯორჯია” საკუთარ მოედანზე “ტორპედოს” მიიღებს. ქუთაისელები საკმაოდ რთულ მდგომარეობაში არიან. გასულ ტურში “ტორპედომ” სწორედ “მცხეთა პარკზე” წააგო “ზუგდიდთან”. პირველი წრის შეხვედრა ქუთაისელთა გამარჯვებით – 4:1 დასრულდა. საერთო ჯამში კი, ერთმანეთის წინააღმდეგ 39 ჩატარებული შეხვედრიდან “ვეტერინარებმა” 9 მოიგეს, 14 მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო ქუთაისელებმა 16-ჯერ შესძლეს გამარჯვების მოპოვება.