საქველმოქმედო მატჩი
26 დეკემბერს არენა 2-ის დარბაზში (ყოფილი ქარიშხალა) 14:00 საათზე, გაიმართება საქველმოქმედო მატჩი კახაბერ ახალაძის დასახმარებლად. მატჩის ორგანიზატორები არიან საქართველოს პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაცია და ფუტსალის ასოციაცია. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ალექსანდრე იაშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, რატი ალექსიძე, რევაზ გოცირიძე, დავით მუჯირი; ასევე საქართველოს ფუტსალის ნაკრების სხვადასხვა თაობის გამორჩეული მოთამაშეები. საქველმოქმედო მატჩიდან შემოსული თანხა გადაირიცხება კახაბერ ახალაძის სარეაბილიტაციოა სამკურნალო კურსისათვის. ახალაძეს ურთულესი დაავადება დაუდგინდა თალამუსის გლიობლასტომა G IV C72 მარცხენა ჰემიპარეზი. მას ესაჭიროება საკმაოდ ძვირადღირებული სარეაბილიტაციო პროცედურები. თი-ბი-სი ბანკში გახსნილია ანგარიში: TBCBGE22
GE90TB7008717365100011
ერთად დავეხმაროთ კახაბერ ახალაძეს!