WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (135981) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (23,24,25,26,27,28,29,4225,14078) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

სერიას A – პრევიუ

თარიღი: დეკემბერი 21, 2013

მილანური დერბი, “იუვეს” ვოიაჟი ბერგამოში და “რომას” დუელი აუტსაიდერთან სერიას A-ს მეჩვიდმეტე ტურის პრევიუში. 

მილანი ყურადღების ცენტრში

ტურის ცენტრალური შეხვედრა რა თქმა უნდა მილანშია. “სან-სიროზე” მილანური დერბი გაიმართება. “ინტერის” პრეზიდენტმა, ერიკ ტოჰირმა მომავალი დაპირისპირება წლის ყველაზე მნიშვნელოვან მატჩად მონათლა.

უკანასკნელ ოთხი დერბიდან, “ინტერმა” სამჯერ შეძლო მოგება. ერთი მატჩი კი ფრედ დასრულდა. თუმცა ეს არაფერს ნიშნავს კონკრეტული შეხვედრის წინ. “მილანი” წესით საკმაოდ მოტივირებული უნდა გამოვიდეს მოედანზე. მასიმილიანი ალეგრის ბედი შესაძლოა ამ მატჩმაც გადაწყვიტოს. გუშინ გავრცელებული ინფორმაციით ალეგრის გადაყენება უბრალოდ დროი ამბავია და ბერლუსკონი არცევანს ვილაშ-ბოაშსა და კლარენს ზეედორფს შორის გააკეთებს.

კიდევ ერთი თემა, რომელსაც ამ მატჩზე საუბრისას გვერდს ვერ აუვლით – ფანების დაპირისპირებაა. შეგახსენებთ, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ “ინტერის” გულშემატკივრები დასაჯა და “მილანთან” დასწრება აუკრძალა. რაზეც “ინტერმა” აპელაცია შეიტანა და სასჯელი გაუქმებულ იქნა. ასევე აღსანიშნავია “მილანის” ფანების პროტესტი, რომლებიც სოლიდარობას უცხადებდნენ საკუთარ მთავარ მტერს და ტრიბუნებზე ასვლას არ აპირებდნენ. საბოლოოდ ყველაფერი დადებითად გადაწყდა და ორივე გუნდის ფანები დერბის დაესწრებიან, რაც კიდევ უფრო მეტად გაალამაზებს კვირას გასამართ შეხვედრას.

ბრძლა ლიდერობისათვის

მომდევნო ტურში “იუვენტუსი” და “რომა” ტურინში შეხვდებიან ერთმანეთს. თუმცა, მანამდე გუნდებს აუტსაიდერებტან უწევთ დაპირისპირება.

ფრეების სერიის გამო, “რომა” ტურინელებს 5 ქულით ჩამორჩა. მაგრამ ახალ წლამდე სიტუაცია შესაძლოა შეიცვალოს. იმისათვის, რომ “იუვენტუსმა” რომაელებს დაუტმოს პირველი ადგილი, ჯერ “ატალანტასთან” უნდა დამარცხდეს და შემდეგ “რომასთან” წააგოს საშინაო შეხვედრა. თუმცა, მოვლენათა ასეთი ალბათობა ძალიან მცირეა.
“ატალანტა” ბოლო დროს საკმაოდ ცუდად გამოიყურება და სავარაუდოდ ქულის აღებაც გაუჭირდება კონტეს გუნდთან.

“იუვენტუსისგან” განსხვავებით, “რომა” საკუთარ მატჩს საშინაო მოედანზე გამართავს, სადაც ლიგის უსუსტესს გუნდს, “კატანიას” დაუპირისპირდება. წესით და რიგირ, რომაელებმა იოლი გამარჯვება უნდა მოიპოვონ. თანაც ძალების მინიმალური დახარჯვით, ვინაიდან რუდი გარსიას ბიჭებს მომდევნო ტურში წლის ერთ-ერთი მთავარი მატჩი აქვთ სათამაშო. “რომას” დისკვალიფიკაციის გამო დე როსი და სტროტმანი დააკლდებიან.

21/12/13

ლივორნო – უდინეზე 

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=845

კალიარი – ნაპოლი

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=846

 22/12/13

ბოლონია – ჯენოა

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=847

 ატალანტა – იუვენტუსი

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=848

 ვერონა – ლაციო

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=849

 რომა – კატანია

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=850

 სამპდორია – პარმა

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=851

 სასულო – ფიორენტინა

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=852

 ტორინო – კიევო

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=853

 ინტერი – მილანი

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=854

 

 



მსგავსი სიახლეები