„ბაიერნი“ საკლუბო მუნდიალის გამარჯვებული გახდა
დასრულდა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალური მატჩი, რომელშიც ერთმანეთს მიუნხენის „ბაიერნი“ და მაროკოს „რაჯა“ დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონის გამარჯვებით – 2:0 დასრულდა. ანგარიში უკვე მე-8 წუთზე დანტემ გახსნა. ბავარიული გუნდის უპირატესობა ტიაგო ალკანტარამ გაზარდა, რომელმაც თავი 22-ე წუთზე გამოიჩინა.
საბოლოოდ, 2:0 და საკლუბო მუნდიალის თასი ევროპაში ბრუნდება.
„ბაიერნი“ – “რაჯა“ – 2:0
გოლები: დანტე 8′, ალკანტარა 22′
„ბაიერნი“: ნოიერი, ალაბა, დანტე, ბოატენგი, რაფინია, ლამი, რიბერი, ალკანტარა, კროოსი (მარტინესი 59′), შაკირი (გიოტცე 78′), მიულერი (მანჯუკიჩი 74′)
„რაჯა“: ასკრი, კარუჩი, ელ ჰამიში, ბენლამალემი, ულჰაჯი, მუტუალი, ჩტიბი (მაბიდე 49′), ჯეჯე გუეი, ჰაფიდი (კაშანი 86′), ერაკი, იაჟური (სულაიმანი 76′)
გაფრთხილებები: ულხაჯი 54′, სულაიმანი 77′