ლეგიონის ამბები
გთავაზობთ გასულ უიკენდზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მოთამაშე ქართველ ფეხბურთელთა მონაგარს.
გერმანული ბუნდესილიგის უკანასკნელ ტურში ლევან კობიაშვილის “ჰერტა” დორტმუნდს ესტუმრა და ადგილობრივი “ბორუსია” დაამარცხა (2:1). ქართველმა ფეხბურთლმა მატჩი ძირითადში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. საინტერესოა, რომ კობიაშვილი ცენტრალური მცველის პოზიციაზე ასპარეზობდა.
სერია B-ში ემპოლი ნოვარას ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. სტუმართა შემადგენლობაში უკანასკნელი 20 წუთი ითამაშა ლევან მჭედლიძემ. ირაკლი შეყილაძე კი სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა. 19 ტურის შემდეგ “ემპოლი” პირველ ადგილზეა და მთავარ კონკურენტ “პალერმოს” 2 ქულით უსწრებს.
ჰოლანდიაში მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა “ვიტესმა”. “ჰერაკლესთან” გასვილი შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა. არადა, ენხედელები პირველ ტაიმში 2:0-ს იგებდნენ. გურამ კაშია როგორც ყოველთვის ძირითადში იყო და 90 წუთი ითამაშა. ასევე სასტარტოში დაიწყო ვაკო ყაზაიშვილმა, რომელიც ბოლო წუთზე გიორგი ჭანტურიამ შეცვალა.
თურქულ სუპერლიგაში კვლავ ვერ მოიგო “ქაისერისპორმა”. ქაისერელებმა “ქონიასპორთან” საშინაო შეხვედრა ნულოვანი ფრით დაასრულეს. ზურაბ ხიზანიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 90 წუთ დაჰყო.
პორტუგალიაში ავთანდილ ებრალიძის “ჟილ ვისენტემ” გათამაშების აუტსაიდერ “აროუკას” უმასპინძლა და მოულოდნელად დიდი ანგარიშით, 3-0 წააგო. ახალგაზრდა ქართველმა მატჩი ძირიდათში დაიწყო და მოედანზე 74 წუთ გაატარა.
პორტუგალიაში კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა გაიმართა. გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი “პორტო” “ოლანენსეს” შეხვდა და 4-0 დაამარცხა. საინტერესოა, რომ სტუმართა შემადგენლობაში შეცვლაზე ფრანსის კონე შემოვიდა. ტოგოელი ზაფულში თბილისი “დინამოში” ისინჯებოდა, თუმცა გარკვეულ მიზეზთა გამო მისი დარჩენა თბილისურ კლუბში ვერ მოხერხდა.