პირველი ეტაპი – დინამო
Fanebi.com დღეიდან საქართველოს უმაღლესი ლიგის ყველა გუნდის პირველი წრის შეჯამებას შემოგთავაზებთ. რიგითობას სატურნირო ცხრილის მიხედვით დავიცავთ. ამიტომ პირველი თბილისის “დინამო” იქნება.
სეზონი მრავალგზის ჩემპიონმა მძიმედ დაიწყო. ევროსარბიელიდან თბილისელებს უმაღლეს ლიგაზე გადმორთვა გაუჭირდათ. პირველ სამ ტურში გუნდს მხოლოდ 4 ქულა ჰქონდა მოპოვებული. ამ პერიოდს დაემთხვა პირველი მარცხი. ლანჩხუთის “გურიასთან” ქობულეთში თბილისელები 2-1 დამარცხდნენ. სწორედ ამ მარცხის მერე მოახერხა უჰრინმა თამაშის გამოსწორება და “დინამო” ძველებურად ათამაშდა. თბილისელებმა შვიდმატჩიანი მოგებების სერია გამოცხვეს. ამ შვიდ შეხვედრაში დინამოელებმა მეტოქეების კარი 20-ჯერ დალაშქრეს, საკუთარში კი მხოლოდ 5 მიიღეს. 5 გაშვებულიდან 2 “დინამოს” ვაჟა ჟვანიას “მერანმა” გაუტანა. სწორედ ამ მატჩის შემდეგ დატოვა ჟვანიამ კლუბი და სამუშაობ თბილისში “დინამო 2”-ში გადავიდა. თუმცა, ეს დროებითი იყო…
ნელ-ნელა აქტუალური ხდებოდა დუშან უჰრინის წასვლის საკითხი. ჩეხური პრესა აქტიურად წერდა უჰრინი უმცროსის “პლზენში” გადაბარგების დიდ ალბათობაზე. საბოლოოდ ეს მოსაზრება გამართლდა. “გურიასთან” გამართული საშინაო შეხვედრა უკანასკნელი იყო ჩეხი სპეციალისტისთვის. მის შემცვლელად ვაჟა ჟვანია დაინიშნა, “დინამოში” კი ოფიციალურად დაანონსენს გაახალგაზრდავების დაწყება. ჟვანიას ხელმძღვანელობით “დინამო” სტაბილურობით ვერ გამოირჩეოდა. ოთხი მატჩიდან თბილისელებმა მხოლოდ ორი მოიგეს. რაც მთავარია, “დინამომ” ბოლო პერიოდის ყველაზე მნიშნველოვანი მატჩი, სუპერთასის შეხვედრა წააგო “ჩიხურასთან”.
წლის უკანასკნელი მატჩის შემდეგ “დინამომ” დაანონსებული გაახალგაზრდავების პროცესი დაიწყო. გუნდიდან გაუშვეს ხმალაძე და ლექვთაძე. შაშიაშვილი კი აკადემიაში მწვრთნელად გადაიყვანეს. შვიდი ფეხბურთელი კი ტრანსფერზეა დაყენებული.
პირველ წრეში ჩატარებული 18 შეხვედრიდან თბილისელებმა გამარჯვება 13-ჯერ იზეიმეს, 3 შეხვედრა ფრედ დაასრულეს, ხოლო ორჯერ დამარცხდნენ. ბურთების შეფარდება 42-13.